“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა პრე-სეზონზე გამართულ ორ შეხვედრაში ბევრ ახალგაზრდას მისცა თავის გამოჩენის შანსი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი განსაკუთრებით ალეხანდრო ბალდეს, ნიკო გონსალესის, იუსუფ დემირისა და გავის თამაშით მოიხიბლა. “ბლაუგრანა” თითოეულ მათგანზე დიდ იმედებს ამყარებს.
ალეხანდო ბალდე
ალეხანდრო ბალდე, შესაძლოა, ჟორდი ალბას შემცვლელად ხშირად მოგვევლინოს. ფინანსური კრიზისდან გამომდინარე, “ბარსა” მარცხენა მცველის შეძენას ვერ ახერხებს, რის გამოც ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს. 17 წლის უკანახაზელი კი საუკეთესო ვარიანტია.
ალბას რეზერვად სერჟინიო დესტიც განიხილება, თუმცა ამან ბალდეს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. რონალდ კუმანს მასზე ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება არ სურს, რის გამოც, ბალდე თამაშს “ბარსა ბ-ში” დაიწყებს, მაგრამ პირველ გუნდში დაწინაურების შანსი ნებისმიერ დროს შეიძლება მიეცეს. ესპანელ-დომინიკელმა პრე-სეზონის ორ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს.
ნიკო გონსალესი
19 წლის ნახევარმცველმა რონალდ კუმანი ჯერ კიდევ გასულ სეზონში მოხიბლა და თავი პრე-სეზონზეც გამოიჩინა. როგორც მწვრთნელი, ისე ხელმძღვანელობა გონსალესზე დიდ იმედებს ამყარებენ და სურთ, მას პირველ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქტიურად მისცენ, რისი შანსებიც კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ილაიშ მორიბა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ესპანელ შუახაზელს სერჯიო ბუსკეტსის მომავალ შემცვლელად მოიაზრებენ.
იუსუფ დემირი
18 წლის ავსტრიელმა, რომელიც “ბარსამ” ერთწლიანი იჯარით დაიმატა, სამწვრთნელო შტაბის გაოცება ვარჯიშებსა და ამხანაგურ შეხვედრებში მოახერხა. დემირმა პრე-სეზონის ორივე მატჩში თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და აჩვენა, რომ ახალ თანაგუნდელებს შესანიშნავად ეწყობა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი სეზონს “ბარსელონა ბ-ში” დაიწყებს და მისი პირველ გუნდში დაწინაურების საკითხი ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ დემირმა პროგრესი გააგრძელა, კლუბი მას გამოისყიდის.
პაბლო პაესი – გავი
16 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთია იმათ შორის, ვისიც “ბარსელონაში” ყველაზე მეტად ეიმედებათ. ასაკის მიუხედავად, გავი გასულ სეზონში 19 წლამდელთა გუნდში, “ჯუვენილ ა-ში” დააწინაურეს.
შემტევმა ნახევარმცველმა “ჟიმნასტიკისა” და “ჟირონას” წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა და იმედები არ გაუცრუებია. მან აჩვენა, რომ თამაშის კონტროლი კარგად შეუძლია.
“ბლაუგრანას”, სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება არც გავიზე სურს. ახალ სეზონში ის “ბარსა ბ-ში” იასპარეზებს, სადაც თვალყურს აქტიურად მიადევნებენ და პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალებასაც მისცემენ.
ბულდოგა გემოვნებით შერჩეული კანდიდატები წარადგინა
მაგ ოთხიდან სამი ნამდვილად მაინტერესებს დემირი , ბალდე და ნიკო გონსალესი უბედურება ის არის რომ მთავარი მწვრთნელი ისევ შენ ხარ შე ხისთავა ! ახალგაზრდებთან შენი მუშაობის მაგალითები გვაქვს უკვე ფატი და პედრი
ერთმა სეზონი გამოტოვა მეორე იმის ლანდია რაც დასაწყისში იყო 
.. და პლიუს კიდევ არაუხო, მინგესა, დესტი
დავამატოთ ამათ პედრი, დე იონგი, გარსია და კი გამოვიდა გაახალგაზრდავებული გუნდი.
ოთხივეს დიდი მომავალი აქვს და იმედია ბარსაში მიაღწევენ წარმატებას.
ხავი ინიესტას ტიპის არაა დემირი, კი ნიჭი კოჭებში ეტყობა, კარგი ყუმბარა ფეხი აქვს და სწრაფია, მაგ ასაკისთვის იდელაურ მონაცემებს ფლობს მარა ტექნიკური წუნი აქვს, შესამჩნევი თან, ბევრი არაზუსტი პასი ქონდა. გამოცდილებასთან ეგეც გამოსწორდება მარა როცა ლეგენდარულ ვსაუბრობთ, ყველაზე ახლოს მაგათთან გუნდის აღზრდილები არიან, იმათმა იციან ზუსტად ყველაფერი ბავშვობიდან რაც არ იცის და ვეღარც ისწავლის სხვა გუნდიდან ასაკში მოსული ნახევარმცველი. ამიტო ამათში ყველაზე დიდი იმედი გავის მაქვს, პუჩს დედა უტირა კუმანმა მარა აი გავი თან 16 წლის ასაკში ნამდვილად გაისვრის თუ მიიღო სათამაშო დრო. ეგეც და ნიკოც, გონსალესი ბუსის შემცვლელად, გავი კიდე უკეთ გამოჩდება რა ბიჭიცაა. კიდე პედრიმ უნდა გააუმჯობესოს კრეატივი, ცოტა დრიბლინგიც, ინიესტას ადარებენ ხშირად და თუ არ მოუმატა ვერ იქნება ინი. ისე დარასკლადდა დაჟე მორიბამ წაასხას ჯობია, ლა მასია ცოცხალია, უცებ არაფრიდან გამოფრინდა რამდენიმე ნიჭიერი ბიჭI,ისეთი როგორსაც ვერ იყიდი სატრანსფერო ფანჯარაზე ან თუ იყიდი დაგიჯდება 50 მლნ. დემირი კიდე მარჯვენა ვინგერადაც თამაშობს და პედრის პოზიციაზეც, მარა პედრი ისე უყვარს კუმანს არ დაასვენებს წელსაც და მარჯვენა ფლანგზე დადგება დემირი. დემბელეც მკვდარია და ეგ პოზიცია არაა კონკურენტიანი, თან დემირსაც აქვს ეს მარჯვნიდან ცენტრში შემოწევა და დარტყმა. თუ რა თქმა უნდა არ ჩაუხშეს ეს დარტყმის უნარი ბარსაში როგორც კოუს პიანიჩს ან ტრინკაოს
კოლიადო და პუჩი მეცოდებიან ძაან
აუუ ვსო კოლიადოს დაერხა
სცოდნია
კოლადო არ მოეწონა? თუ ეგეც პუჩივით უ და აითვალწუნოს