workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას რომეროს შესაძენად შეთავაზება არ გაუკეთებია – ფაბრიციო რომანო

ბარსას რომეროს შესაძენად შეთავაზება არ გაუკეთებია – ფაბრიციო რომანო

ბოლო პერიოდში ახალგაზრდა არგენტინელი ცენტრალური მცველი, კრისტიან რომერო “ბარსელონას” აქტიურად დაუკავშირეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა 23 წლის ფეხბურთელის შესაძენად პირველი წინადადებაც გაგზავნეს, რომელიც იტალიელებმა დაბლოკეს. თუმცა აღნიშნული ცნობა ფაბრიციო რომანომ უარყო.

ყველაზე გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის თქმით, “ბარსას” რომეროს თაობაზე არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია, რადგან მხარეებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ.

რომანო დასძენს, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კვლავ “ტოტენჰემი” ლიდერობს და ლონდონელებმა არგენტინელთან პერსონალური დეტალები შეათანხმეს.

კრისტიან რომერო “იუვენტუსის” საკუთრებაა. 2020 წლიდან ის იჯარით ბერგამოს “ატალანტაში” ასპარეზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 20:51

    არ გაუკეთებია შეთავაზება

  • azulgerana
    schedule 01 აგვ 2021, 22:38

    ციტატა: El pistolero 9
    სტატია დაიდო კუმანმა ამის ტრანსფერი დაბლოკაო და მაინც ყიდულობენ??


    აღარ. ბავშვები არიან გადასულები და აზროვნება აქვს ბაზარი არაა მაგრამ იგივეს ვიმეორებ რაღა ეხლა აქვს ყველას გრძელი თმა

  • El pistolero 9
    schedule 30 ივლ 2021, 13:13

    სტატია დაიდო კუმანმა ამის ტრანსფერი დაბლოკაო და მაინც ყიდულობენ??

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივლ 2021, 10:43

    ეს ხპ იუვეს ეკუთვნის ხოდა იმათ პიანიჩი უნდათ ჩვენ ეს გაჭანჭყარეთ ეხლა თავები 😂😂

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2021, 10:34

    რა არ მესმის, აქ იწერება რო ვიღაცამ "გაავრცელა ინფორმაცია" იმის შესახებ რო ბარსას რომეროს შეძენა უნდაო და შეთავაზებაც გაუკეთებიათ.
    აქვე წერთ, რომ ბარსას არავითარი წინადადება არ გაუკეთებია.
    აბა რატომ წერთ უკაცრავად და ჭორებს, რო მეტი ლაიკი მიიღოთ? ან საიდან მოგაქვთ ეს სიტყვა "გავრცელებული ინფორმაციით" რომელსაც უმეტესად გაბათილება მოსდევს ხოლმე.

  • Norman Bates
    schedule 30 ივლ 2021, 10:30

    გაუწყვიტეთ ლენგლეს და კოუტინიოს კონტრაქტი, რა გახდა ბიჭო. დაიღალა ხალხი