ესპანეთის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას განაგრძობს. ფეხბურთში მამაკაცთა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ფურია როხა” არგენტინას დაუპირისპირდა.
ესპანეთს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა და ასეც მოხდა – 1-1 და ესპანელები 1/4 ფინალში არიან. ანგარიში 66-ე წუთზე მიკელ მერინომ გახსნა, რომელმაც “ლა მასიას” აღზრდილი დანი ოლმოს გადაცემა გამოიყენა. არგენტინელებმა 87-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.
ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ერიკ გარსია და პედრი. გარსიამ სრულად ითამაშა, პედრი კი 74-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ოსკარ მინგესას – ის კვლავ ტრავმირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა 3 თამაშიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა, გუნდმა ჯგუფის მოგება მოახერხა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო ტურში ავსტრალიამ ეგვიპტესთან წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური სწორედ აფრიკელებს დაუთმო.
1/4 ფინალში ესპანეთის მეტოქე კოტ დ’ივუარი იქნება. შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გუნდურ სახეობებში “ბარსელონას” ოლიმპიადაზე 24 წარმომადგენელი ჰყავს და ჯერჯერობით ასპარეზობას არცერთი მათგანი არ გამოთიშულა, თუმცა დიდი ალბათობით რამდენიმე გუნდი ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევს. “ბარსას” კიდევ 11 წარმომადგენელი, რომლებიც ინდივიდუალურ სახეობებში გამოდიან, ოლიმპიადაზე ასპარეზობას 30 ივლისს დაიწყებენ.




სიმონი
მინგესა-გარსია-ტორესი-კუკურელია
მერინო-ზუბიმენდი-პედრი
ორიასაბალი-ოლმო-ბრაიან ხილი
ამ პირველი ადგილით ბრაზილიას ავცდით, და კოტ-დივუარი შეგვხვდა. მაგრამ გუნდს ერთი დიდი უბედურება სჭირს, კარამდე მიდიან და მერე სადღაც ცაში უშვებენ ბურთს, კარში დამრტყმელი არა ყავთ.
ოლიმპიური ოქრო რომ დაიკიდოს კისერზე თუ რომ დაიკიდოს ოლიმპიური ოქრო?
ბრაზილიას კი აქვს შანსი, მაგრამ შემადგენლობა ესპანეთს ყავს ყველაზე ძლიერი
სიმონი ნაკრების ძირითადის მეკარეა
გარსია,ტორესი,ოლმო,ოირასაბალი,პედრი ნაკრების ხალხი, ვინც ევრო ითამაშა
სებალიოსი,ასენსიო, ესენიც ნაკრების ხალხია, მერინოს, მინგესას,ხილსა და კუკურელასაც უთამაშნიათ ფურია როხაში
ესე იგი, 12 კაცი ესპანეთის ძირითადი ნაკრებიდან ყავთ და ძალიან არათანაბარი ძალთა ბალანსია სხვებთან
მერე რა, ასაკი დაცულია და ვერავინ იდავებს, ისე კი სხვა ნაკრებებსაც ეყოლებათ ალბათ ეროვნულის ძირითადი ნაკრებიდან, ვინ უშლით.
ჰო, ყველაფერი წესრიგში აქვთ მაგ ამბავში
დაჟე უკეთესადაც მგონი, როგორც მახსოვს ის ასაკგადაცილებულებიც ახალგაზრდებია, 24-26 წლების ფარგლებში…
მწვრთნელზეა ბევრი რამე, თორემ ამ შემადგენლობით ცალი ფეხით უნდა მოიგონ
ვნახოთ, ფლეი-ოფი აჩვენებს, ისე, ყველაზე სახიფათო მაინც ბრაზილიაა
ოლიმპიური ოქრო რომ დაიკიდოს კისერზე თუ რომ დაიკიდოს ოლიმპიური ოქრო?
ბრაზილიას კი აქვს შანსი, მაგრამ შემადგენლობა ესპანეთს ყავს ყველაზე ძლიერი
სიმონი ნაკრების ძირითადის მეკარეა
გარსია,ტორესი,ოლმო,ოირასაბალი,პედრი ნაკრების ხალხი, ვინც ევრო ითამაშა
სებალიოსი,ასენსიო, ესენიც ნაკრების ხალხია, მერინოს, მინგესას,ხილსა და კუკურელასაც უთამაშნიათ ფურია როხაში
ესე იგი, 12 კაცი ესპანეთის ძირითადი ნაკრებიდან ყავთ და ძალიან არათანაბარი ძალთა ბალანსია სხვებთან
მერე რა, ასაკი დაცულია და ვერავინ იდავებს, ისე კი სხვა ნაკრებებსაც ეყოლებათ ალბათ ეროვნულის ძირითადი ნაკრებიდან, ვინ უშლით.
ოლიმპიური ოქრო რომ დაიკიდოს კისერზე თუ რომ დაიკიდოს ოლიმპიური ოქრო?
ბრაზილიას კი აქვს შანსი, მაგრამ შემადგენლობა ესპანეთს ყავს ყველაზე ძლიერი
სიმონი ნაკრების ძირითადის მეკარეა
გარსია,ტორესი,ოლმო,ოირასაბალი,პედრი ნაკრების ხალხი, ვინც ევრო ითამაშა
სებალიოსი,ასენსიო, ესენიც ნაკრების ხალხია, მერინოს, მინგესას,ხილსა და კუკურელასაც უთამაშნიათ ფურია როხაში
ესე იგი, 12 კაცი ესპანეთის ძირითადი ნაკრებიდან ყავთ და ძალიან არათანაბარი ძალთა ბალანსია სხვებთან
ლაშა ბექაურს ვულოცავ პირველ ოლიმპიურ ოქროს. ქართველი ჯიგარი, ქართველი ვაჟკაცი. მაგრად გაგვახარა დღეს. ლიპოს ოქროს ვნატრობ და თუშამაც რინერს თუ მოუგო მერე არავინაა მაგის გამჩერებელი, მაგრამ რინერის დამარცხება რავი… ბასილაშვილზე დამწყდა გული მეორე სეტში მაგრად იომა.
რა ტყუილად ღლიან ბავშვს
წარმატებები ესპანეთს. ძაან კი მინდა პედრიმ ოლიმპიური ოქრო დაიკიდოს კისერზე მაგრამ ესენი ისე თამაშობენ რო მეეჭვება. ბრაზილიას აქვს კარგი შანსი. რიშარლისონი დაფრინავს