Sport-ის ცნობით, “ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი აცნობიერებს, რომ კატალონიურ გრანდში დარჩენა რთული იქნება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ბარსა” 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, რათა მისი მაღალი ხელფასი მოიშოროს.
როგორც ნახსენები გამოცემა იტყობინება, წარმოშობით კამერუნელით მისი ყოფილი კლუბი, “ლიონი” ინტერესდება. ასევე, პრესეზონის ორ მატჩში ნაჩვენებმა თამაშმა, შესაძლოა, ფრანგული გუნდის სურვილი კიდევ უფრო გააძლიეროს.
უმტიტი “ბლაუგრანას” რიგებში 2016 წლიდან ირიცხება – მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.



კი მაგრამ ამას რა 7 წლიანი კონტრაქტი ქონდა? თუ გაუხანგრძლივეს? და როდის მოასწრეს საინტერესოა პირველი ტრავმა რო აიკიდა 2018-ში?
ეს რო ვიყიდეთ მეგონა მოგვარდა 10 წლით დაცვის პრობლემა თქო ისე მეიმედობადა და რა გაუკეთა საკუთარ თავს გადააყოლა მსოფლიოს თას კარიერა
წარმოშობით კამერუნელი, კი ბატონო… გინდა ფრანგი, რა მნიშვენლობა აქვს, ეს და ლენგლე ორივე ერთი ლენგლეა
შეიძლება ლიონისათვის პატივისცემა და რაკი დეპაი უფასოდ გამოუშვა, ესეც უფასოდ მივიდეს
პრობლემა არაა, ოღონდ შენ მოინდომე სემი და არგამშვებისაც!!!!!
შავი მალდინი ერთ დროს მართლა კედელი იყო,ეხლა კიდე სალი კლდეა
ხო,ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ამ დონემდე დაეშვებოდა
*ლენგლეს კიდე ეს ჯობია
ესე როგორ გაბანძდა არა და რა მაგარი მცველი იყო ყველაფერს ანგრევდა ვერ გაცდებოდი შანსი არ იყო.