დღეს ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ მართავს.
სასტარტო შემადგენლობაში “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი მოხვდა: ერიკ გარსია და პედრი. ოსკარ მინგესა, რომელმაც წინა მატჩში დაზიანება მიიღო, გუნდს ვერ ეხმარება.
ესპანელთა ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
უნაი სიმონი; კუკურელია, ტორესი, გარსია, ხილი; სოლერი, სუბიმენდი, პედრი; პუადო, ოიარსაბალი, ოლმო.
პირველ ტურში ესპანეთმა ეგვიპტესთან ფრედ ითამაშა, ავსტრალიამ კი არგენტინა დაამარცხა.




მე მგონი პირველი ადგილიდან გავლენ ჯგუფიდან, თუ მაინცდამაინც არ წააგეს ბოლო შეხვედრა.
ძაან კაი ფეხბურთს თამაშობს ესპანეთი მართლა, მსიამოვნებს რო ვუყურებ
ევროპაზეც ესეთი სტილი რო ეთამაშათ რა დაშავდებოდა, ნაკლები გუნდი კი არაა ისე
არადა როგორ მეგონა რომ ზამენიდან დააწყებინებდნენ ყველა მატჩს😏