“ბარსელონა” რაფინიას ტრანსფერიდან სარგებელს მიიღებს

“ბარსელონა” რაფინიას ტრანსფერიდან სარგებელს მიიღებს

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერით, “ბარსელონამ” შესაძლოა ამ ზაფხულში ფინანსური მოგება მიიღოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

რაფინია, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსადან” გასული წლის ოქტომბერში შეუერთდა, ფრანგული კლუბის ინტერესებში აღარ შედის. პარიზელები ეცდებიან, ის მალე გაყიდონ, კონტრაქტის პირობების თანახმად კი “ბარსელონა” სრული სატრანსფერო თანხის 35%-ს მიიღებს. 

28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პსჟ-ში 34 შეხვედრაა. 

ჯერჯერობით ცნობილი არაა, აწარმოებს თუ არა “პარი სენ-ჟერმენი” მოლაპარაკებებს რომელიმე კლუბთან. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (4)

  • nika 54
    26 ივლ 2021, 10:20

    ციტატა: El pistolero 9
    ესეც კი უფასოდ გავუშვიტ როცა 15 მილიონის აღება ამაში თავისუფლად შეიძლებოდა


    ეხლა გაყიდის პსჟ ამას 50 მილიონად და 17 მილიონს მივიღებთ. bowtie

  • azulgerana
    25 ივლ 2021, 15:52

    ეს არ დაგვიბრუნდეს

  • El pistolero 9
    25 ივლ 2021, 14:49

    ესეც კი უფასოდ გავუშვიტ როცა 15 მილიონის აღება ამაში თავისუფლად შეიძლებოდა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    25 ივლ 2021, 13:29

    რატომ უშვებენ?😅