“ბარსელონას” ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ, ახალ სეზონში მისი გუნდის გამოწვევებზე ისაუბრა.
გუნდი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ამ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შევძლოთ.
სიცხეა, მაგრამ ფორმაში ჩადგომისა და ტემპის ამაღლებისთვის ვარჯიში გვეხმარება. თითოეული ჩვენგანი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ სეზონს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ. პირველი თამაში უკვე ჩავატარეთ, კარგ განწყობაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
შარშან სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ და ფორმაში მოგვიანებით შევედით, ახლა კი გვინდა რომ ასე არ მოხდეს და თავიდანვე კარგი შედეგები ვაჩვენოთ.
“ჟიმნასტიკთან” გუნდი ძალიან კარგი იყო. მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ მეკარემ თავი გამოიჩინა. მიხარია, რომ დებიუტი ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს – “ლა მასიაში” შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და აკადემია ნდობას იმსახურებს.
მემფის დეპაი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რამდენიმე სავარჯიშო სესიაში, რომლის ჩატარებაც აქამდე მოვასწარით, მან თავისი თვისებები გამოამჟღავნა და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს დახმარებას შეძლებს.
– განაცხადა რობერტომ.
კარგ განწყობაზე იქნები, ჩემზე ოდნავ კარგად თამაშობ,შეილება დიხანიით მაჯობო მარტო,და ბარსელონას შეაკვდი, რატო არ იქნები განწყობაზე და ხასიათზე…მე კი შემიკალი ხელში….
ამას ვერაფერში გამოიყენებ. ვერც თამაშით და ვერც გასაყიდად. 3 ინდაურის ფასი აქვს და არც ღირს, რომ გაყიდო.
nika 54,
ეგ არ უთქვამს
დეპაის ედრება ეს?
რატო არ იქნები კარგ განწყობაზე რაც შენ ხელფასი გაქ, და თან არაფერს აკეთებ.