workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოტენჰემი ანტუან გრიზმანით ინტერესდება

ტოტენჰემი ანტუან გრიზმანით ინტერესდება

“ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის შეძენით ლონდონის “ტოტენჰემი” დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

ინგლისური გამოცემის თანახმად, დედაქალაქელებს შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ისინი 29 წლის ფეხბურთელის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.

“დეზები” ჰარი კეინის შემცვლელს ეძებენ, რომელიც, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” შეუერთდეს.

სხვადასხვა გუნდების ინტერესის მიუხედავად, გრიზმანს მხოლოდ “ატლეტიკოში” გადასვლა სურს.

ცნობისთვის, გუშინ მემფის დეპაის პრეზენტაციაზე ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი ფრანგის თაობაზე შემოთავაზებებს განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • azulgerana
    schedule 24 ივლ 2021, 05:24

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: La Pulga10
    რომანომ ტოტემჰემს კეინის გაშვება არ უნდა და მაგარ უარზე არიანო.გრიზმანისთვისაც ტოტენჰემი მომხიბლავი არაა და არმგონია გადასვლა მოისურვოს.


    187 მილიონს იხდის სიტი და კაი ფულია
    გრიზმანში გადაიხდიან 57 მილიონს და 130 სუფთა დარჩებათ


    ვინ მოგცემს მაგდენს smile

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2021, 21:23

    "სხვადასხვა გუნდების ინტერესის მიუხედავად, გრიზმანს მხოლოდ "ატლეტიკოში" გადასვლა სურს".
    ამას ხო არ აკლია? სერესომ მაყურებელი არ აპატიებსო და დავაი-ო, სად ატლეტიკოში მიდის? იქ არ უნდა არავის, ვერ ხვდება? სუარესმა პირველივე წელს დაუდო ლიგა და ეს სად მიძვრება იქნებ სუარესი უნდა ამოაგდოს სასტავიდან.

  • Albicelecte
    schedule 23 ივლ 2021, 18:32

    ციტატა: La Pulga10
    რომანომ ტოტემჰემს კეინის გაშვება არ უნდა და მაგარ უარზე არიანო.გრიზმანისთვისაც ტოტენჰემი მომხიბლავი არაა და არმგონია გადასვლა მოისურვოს.


    187 მილიონს იხდის სიტი და კაი ფულია
    გრიზმანში გადაიხდიან 57 მილიონს და 130 სუფთა დარჩებათ

  • La Pulga10
    schedule 23 ივლ 2021, 17:31

    რომანომ ტოტემჰემს კეინის გაშვება არ უნდა და მაგარ უარზე არიანო.გრიზმანისთვისაც ტოტენჰემი მომხიბლავი არაა და არმგონია გადასვლა მოისურვოს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 ივლ 2021, 17:26

    სესე,ხშირად შევამჩნიე,29 წლის აღარ არის გრიზი,30 ისაა, გაითვალისწინე, წარმატებები ყველაფერში ♥️