“ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კლუბიდან წასვლა მოუწევს.
Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელს სურს, “ბლაუგრანა” გერმანული ტურნეს დაწყებამდე, ანუ 28 ივლისამდე დატოვოს.
წყაროს თანახმად, პიანიჩს “იუვენტუსში” დაბრუნება უნდა და მზადაა, ხელფასიც შეიმციროს. საუბარი ერთწლიანი იჯარაზეა.
თავის მხრივ, “ბარსელონა” მზადაა, ფეხბურთელი “ბიანკონერიში” გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ მის ხელფასს მთლიანად ტურინული გრანდი გადაიხდის.
პიანიჩი “ბარსაში” გასულ ზაფხულში გადმოვიდა და “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური 30 შეხვედრაში მოირგო. მისი კონტრაქტის ვადა 2024 წელს იწურება.


აქ ბევრს ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა ფინანსურ კრიზისშია გუნდი. მესი ვერ გაიფორმეს და ამ დროს სხვა ფეხბურთელის ყიდვაზე მიდის საუბარი.
LM10RG10,
ხელფასი უნდა მაგას 25 მილიონი მინიმუმ და გრიზმანის გაშვებას რაღა აზრი აქ
თუ იმცირებს წავიდეს დროზე, ბარსას მაგის იჯარის ფულიც არ უნდა.
პიანიჩს: წაი ჯიგარო წაი, უშველე თავს და ჩვენც გვეშველება, თან წეიყვანე დემბელეც, უმტიტი, ბრაითა და ლენგლეც
პიანიჩი კია გასაშვები მარაა ნახევარდაცვაში მაგარი პრობლემებიიაა😐დეიონგი ბუსკეცი პედრი პუჩი გვყავს მარტო,პიანიჩი გასაშვებია და მორიბაც ახლოსაა წასვლასთან😑პოგბაზე რატო არ ჩალიჩობეენ ვერ ვხვდებიი,ერთ წელში ეწურება კონტრაქტი და 50-60 მილიონად გაუშვებს უეჭველი უტდ,კიდე გასაყიდია იდედაც 3-4 ფეხბურთელი და რამენაირად დაითრიონ იქნებ❤☹