“ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გაშვება სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ანტუანს არაერთი მსურველი ჰყავს.
იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, 29 წლის შემტევის პრიორიტეტი ესპანეთში დარჩენაა და ის პრემიერ ლიგაში, სერია ა-ში ან სხვა ქვეყნის გუნდში გადასვლას არ განიხილავს.
ნათელია, რომ გრიზმანს ან “ბარსელონაში” დარჩენა, ან “ატლეტიკოში” გადასვლა სურს, თუმცა “როხიბლანკოსთან” მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ფრანგის მადრიდულ გუნდში დაბრუნების შანსები ძალიან მცირეა.
ანტუანს “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსისა” და “იუვენტუსს” უკავშირებდნენ.




თუ ატლეტიკოს არ უნდა აგერ ესპანიოლში წავიდეს.
ლა ლიგაში ამის გაშვებას და კონკურენტის გაძლიერებას ჯობია რომ დარჩეს
ძვლივს გუნდს შეეწყო ამის ახლა გაშვება შეცდომა იქნება , თან ამაზე მაღალ კლასს მაინც ვერ მოიყვანებენ
ზნაჩიტ რჩება რა