როგორც იცით გუშინწინ გაიმართა “კამპ ნოუზე” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის პრეზენტაცია, რომელმაც “ბარსელონასთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ ყველაფერს შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ცნობილია, რომ ნეიმარი პრეზენტაციაზე მარტო არ ჩამოსულა, მას თან მეგობრები და მეგობარი გოგონა ჩამოყვა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ პრეზენტაციაზე. ნეიმარის მეგობარი გოგონა გახლავთ მსახიობი ბრუნა მარკუზაინი.
