მიმდინარე კვირაში “ბარსელონასა” და სერხიო ბუსკეტსის წარმომადგენლებს შორის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა იგეგმება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელ ნახევარმცველს კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს და ანაზღაურების დაკლებაზეც თანახმაა.
MD იმასაც დასძენს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანასა” და ფეხბურთელის აგენტებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, შვებულების შემდეგ 33 წლის საყრდენი კლუბის წარმომადგენლებს პირადად მოელაპარაკება.

ვისაც ბარსა უყვარს ყველა დათანხმდება.
ვისაც ბარსა მარტო ფულის სტანოკი გონია, ის რა თქმა უნდა უარს იტყვის.
ისევ ძველი გვარდია ❤️
აი ასეა, ტიტულებით დახუნძლული ბუსკეტსი, მსიფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი ნახევარმცველი, ულაპარაკოდ თანხმდება ხელფასის დაკლებაზე, რო მშობლიურ გუნდში დარჩეს და ის 18 წლის ლაწირაკები, ჯერ ხელფასის მომატებას ითხოვენ. გაუშვან ვისაც არ უნდა ბარსაში თამაში. კაცი რო ფულზე ფიქრობს ის ფეხბურთზე ვერ კონცერტრირდება, ბურთის მაგივრად ფული მოელანდება.
აი ასეთი ერთგული ფეხბურთელები აკლია ეხლა ბარსას , როდის ვეღარ ვიმარჯვებდით აბა თუ გახსოვთ? ჩავი და ინი რო წავიდნენ ,მაგის მერე მოიშალა გუნდი ,აი ესაა ბარსა ბარსას გულუ და ყველაფეერი ,ლამასია ზრდიდა ასეთ ფეხბურთელებს და სამწუხაროა ახლა იგივე რომ არ ხდება აშკარად ყველაფერი რიგზე ვერაა თორემ მარტო ეგ ნაკადი არ იქნებოდა და მუდამ მოამარაგებდა გუნდს თავიანთი აღზრდილებით.
Busia too, chveni kaci, laom txovos da aba barcastvis ras izamda❤️albamac daiklos exla sagrdznoblad, nagavi gavasagot da xodzea gundi
ოჰ არა ბუსი ხელფასის გამო გაუჩმახებდა ლაპორტას.
რათქმაუნდა ვისაც უყვარს თავისი გუნდი ულაპარაკოდ თანახმანი არიან