ბოლო პერიოდში ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა გასულ კვირაში მოლაპარაკებები შეჩერდა – მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
ამჯერად Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონა” და “ატლეტიკო” მოლაპარაკებებს განაახლებენ. წყაროს ცნობით, ორივე კლუბს სურს, რომ ყველაფერი მიმდინარე კვირაში, პრე-სეზონის დაწყებამდე გადაწყდეს.
“როხიბლანკოსთვის” პრობლემას გრიზმანის ხელფასი წარმოადგენს – მადრიდელებს მისი სრულად ანაზღაურება არ სურთ, თუმცა “ბარსა” ნათლად განმარტავს, რომ, გაშვების შემთხვევაში, ფრანგისთვის ერთი ევროს გადახდასაც არ აპირებს, ვინაიდან კლუბის მიზანს სახელფასო ფონდის შემცირება წარმოადგენს.
თავად ფეხბურთელები გაცვლის წინააღმდეგნი არ არიან. გრიზმანი ყოფილი გუნდის მაისურს დიდი სიამოვნებით მოირგებდა. საული კი ფიქრობს, რომ “ბარსელონაში” თვისებებს უფრო კარგად წარმოაჩენს. MD დასძენს, რომ ესპანელი ნახევარმცველი ხელფასის დაკლებასაც დათანხმდება.




ათასჯერ დავწერე, სერესო გვეღადავებაააა. არაფერში არ ჭირდება გრიზმანი, მაგას სუარესი ყავს. მადლობაც არ უთქვია ისე მიგვაჩმორა.
გრიზის გაშვება მაინც არმესმის დაელაპარაკნენ ხელფასის დაკლებაზე და არდაიკლო თუ რამაფიაა???
თან მინდა ეს ბარტერი თან არა
არადა დაგვხატავდა საული.
შტეგენი
ემერსონი გარსია არაუხო ალბა
დეიონგი საული პედრი
მესი აგუერო დეპაი
ნეტუ დესტი პიკე მინგესა ლენგლე ბალდე ბუსკეცი პუჩი მორიბა კოლლადო დემბელე ფატი. დანარჩენები გაყიდონ ყველა ფული თუ ექნებათ და ჰალანდს იყიდიან ხო ავშენდით
გრიზმანი დატოვონ იქნება მართლა იკელბს კაცო ხელფასს.