“ბარსელონას” ანსუ ფატისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე აცნობა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ამჟამად ფატის გარემოცვის ერთადერთი პრიორიტეტი მისი გამოჯანმრთელებაა.
MD-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” 18 წლის ფეხბურთელს განუცხადა, რომ არ იჩქაროს და ტრავმა 100%-ით მოიშუშოს, ვინაიდან, ის მომავალში გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრება.
ანსუ ფატის ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს უწურება.

არ მგონია,კაი ბიჭია ეს😉
კარგია, ეს მაინც რო არ ატ-რაკებს ბევრს. იმედია არ აყვება მორიბას.
წარმატებები ანსუ. იმედია ძველ ანსუს ვიხილავთ ძალიან მალე