ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი დღე უშედეგო აღმოჩნდა.
სატრანსფერო საკითხებზე საუბარი კვლავ გრძელდება, მაგრამ შეთანხმება ჯერ ისევ არაა მიღწეული.
იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის თქმით, საულს შემოთავაზებები პრემიერ ლიგიდანაც აქვს, “ატლეტიკო” კი მის გაყიდვაზეც თანახმაა. ბოლო ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი ხელფასის დაკლების ხარჯზე მადრიდულ კლუბში დაბრუნებისთვის მზად იყო. თუმცა, თავის მხრივ, კატალონიელებს ანტუანის შენარჩუნება იმ შემთხვევაში უღირთ, თუ ფრანგი ხელფასს “ბარსაში” ყოფნის პერიოდშიც დაიკლებს.
“ბარსელონას” მთავარი მიზანი სახელფასო ფონდის შემსუბუქებაა, რაც ლეო მესისთვის ახალი, 50%-ით შემცირებული კონტრაქტის გასაფორმებლად აუცილებელი წინაპირობაა.

მაგარი ბარდაკია გუნდში. მე მგონი თვითონაც არ იციან რა უნდათ უკვე.
120 კაცს რომ მიჰყიდი, მერე ისევ სხვა ფეხბურთელში უცვლი, რომლიც სატრანსფერო ფასი 70 არ აღემატება, გამოდის, რომ ზედმეტად ძვირად მიჰყიდე არა?!
თუ ხელფასს შეიმცირებს ესეც ნორმალურია და დარჩენაც არაფერს არ დააშავებს, არც გაცვლა გააფუჭებს საქმეს, ძალიან კარგი ფეხბურთელია საული
თავის დროზე რეალიდან გააგდეს და ატლეში აღმოჩნდა, მერე რეალი გაამწარა რამდენიმეჯერ
ვიცი რასაც ნიშნავს ასე, დაუფასებლად გაგდებული მაღალი კლასის ფეხბურთელები
ჯერ 26 წლისაა, 7-8 სეზონს ჩაატარებს უმაღლეს დონეზე
ეგ მართალია უბრალოდ შეტევაში რო გვიჭირს და მესის გარდა ერთადერთია გრიზმანი რომელიც ალაგ ალაგ მაინც გაიფართხალებს ხოლმე რაღა იმას უშვებენ როცა სხვებსაც აქვთ მაღალი ხელფასი? არ მესმის როგორ შეიძლება კოუტინიო ვერ გაუშვა თუნდაც უფასოდ ან პიანიჩი, ბეილზე ცუდი მოთამაშეები არიან? რეალმა ბეილი გააიჯარა, იგუაინებში და ვიღაც ფარჩაკებში კიდე საკმაო თანხმები მიიღო იმიტო რო კარგად ფუთავს მოთამაშეს, ბარსა კიდე მაგ მხრივ 0 ია. კი ვაგინებთ ბართომეუს და მაგის ბრალია ყველაფერი მარა ლაპორტას დროსაც ქონდა ბარსას ეგ პრობლემები
მერე უთხარით და უარი გითხრათ ხელფასის დაკლებაზე? რა უკანალს ათამაშებთ თუ თანახმაა დაკლებაზე რაღა ატლეტიკოს აძლიერებთ ბლინ
ანუ მაყუთის დამატება არ უნდათ საულზე