workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ატლეტიკო მშვიდადაა, ბარსა კი – ჩქარობს

ატლეტიკო მშვიდადაა, ბარსა კი – ჩქარობს

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია. თუმცა მადრიდელებს ეს დიდად არ აწუხებთ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “როხიბლანკოს” ტრანსფერის განხორციელება სურს, თუმცა ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებს, რადგან გრიზმანის შეძენის აუცილებლობა არ არსებობს. 

“ბლაუგრანას” შემთხვევა კი რადიკალურად განსხვავებულია – კატალონიურ კლუბს სახელფასო ფონდი აქვს შესამცირებელი და გრიზმანის გაშვება, რაც შეიძლება, მალე სურს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, “ატლეტიკოსგან” რაიმე სახის დათმობაზე წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, შესაბამისად, რთულ სიტუაციაში კვლავ “ბარსელონაა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 17 ივლ 2021, 14:35

    ატლეტიკო ჩემპიონია, და შემადგენლობაც ჩემპიონური ყავს(ჩვენი უტვინობით) ასე რომ არსად არ ეჩქარებათ, თუ ბარსას უნდა რამე სხვაგან უნდა ეძებოს სერესოს ბარსას გაგონებაც არ უნდა, კატა-თაგვობანას გვეთამაშება. რამე სახეირო გამოუხტებათ დაფიქრდებიან, არადა ჩვენ ვირტყათ თავში.

  • Norman Bates
    schedule 16 ივლ 2021, 16:30

    კოუტინიო გაუშვით უფასოდ და პრობლემა მოგვარდება, გრიზმანიც დარჩება და მესიც დარეგისტრირდება. კოუტინიოს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ. კი ექნებათ ხელფასი გადასახდელი მაგრამ რო ათამაშონ მაინც ბონუსი უნდა გადაიხადონ

  • rivaldo80
    schedule 16 ივლ 2021, 16:24

    შარშან დაცვაში იყო ბრომლემა გუნდი იგებდა დაცვა აგებდა თუ ამდენი ვალი და გამოუვალი მგდომარეობა იყო ეყიდათ ვინმე კარგი მცველი და გასაშვები გაეშვათ რამენაირად გადავაგორებდით ამ სეზონს…ახლა გამოდის გუნდი ვერავის ვერ იფორმებს და დიდად პრობმელებიც არ მოგვარდება.გრიზმანის ხარჯზე ხელფასი დაზოგვა ძვირად არ დაგვიჯდეს.