“ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიელისთვის მეტი შანსის მიცემას აღარ აპირებს. “ბარსას” მისი მუდვმივი ტრანსფერით გაშვება სურს და ახლა ხელსაყრელ შემოთავაზებებს ელოდება.
Sport დასძენს, რომ კოუტინიო სრულად გამოჯანმრთელდა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
29 წლის ნახევარმცველის შეძენით რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება. ბოლო პერიოდში მის სახელს მარსელის “ოლიმპიკსაც” აქტიურად უკავშირებენ.

აქამდე რა კლიენტი იყო და არ უშვებდით?
ნეტა იყიდოს ვინმემ რაა
ლესტერი გადამხდელია, ისეთებში იხადეს 30-40 ები, გადაიხადონ 20-25 და ხელფასიც მისცენ შესაბამისი და წაიყვანოს როჯერსმა თავისთვის. და დაგვანებოს რა თავი. არ გამოვა მაგისგან არაფერი. თუ ტრავმა არ მიიღო 7-8 გოლს გაიტანს სეზონში მარა როდის არ მიუღია ტრავმა? თან ლივესთვის ბონუსია გადასახდელი თუ დარჩა
გასაშვებია. დიდი ხელფასი აქვს და თან ბონუსებიც არ დაგვავიწყდეს.
კი ნამდვილად მასეა. რახან ხელფასების ფონდი უნდა გამოთავისუფლდეს აჩუქონ ვინმეს და ეგაა. ლენგლეზე შეიძლება დაფიქრება წავიდეს თუ დარჩეს მაგრამ უმტიტი, პიანიჩი, ბრაიტა, რობერტო(უფრობკი ვიდრე არა) და დემბელე გასაშვებია ყველა
3 წელი აქ კონტრაქტი ხელფასს წაიღებს სადღაც 50 მილიონამდე ამიტომ აუქციონი მოაწყონ და 1მილიონი დაადონ მერე ვინც მეტს გადაიხდის იმან გაირჭოს უკან
აბა ჰე ჯიგო,კარგად იყავი.
Axla amas vin iyidis 50 milionsac ar gadaixdian arada tu datoveben xelfasi unda uxadon tu gatidian da chalis fasad …
ვაიმე 20 მილიონიც რო შემოგთავაზონ გაატანეთ