მარტინ ბრეითუეიტის “ბარსელონადან” წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. Sport-ის ცნობით, დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერი რეალური მას შემდეგ გახდა, რაც მან “ბლაუგრანადან” წასვლაზე თანხმობა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით 30 წლის შემტევით დაინტერესებას რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს. “ბარსელონას” მიზანი ტრანსფერიდან დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღებაა.
კატალონიური პრესის ცნობით ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა ბრეითუეიტმა, რომელსაც “ბარსადან” წასვლის შანსი იანვარშიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ თავად უარზე იყო.

რას ერჩი, იმას მაინც ვერ იტყვი რაც მოვიდა ხელფასის მომატებას ითხოვსო. თამაშს რაც შეეხება გულს დებს და სხვა რა ქნას ამ უბედურმა? ამერიკულ სალონებში პიანინოსთან ეწერა არ ესროლოთ პიანისტს, ის ისე უკრავს როგორც შეუძლიაო. იგივე ვარიანტია მარტინთანაც.
ამას იმდენი თავდამსხმელი მოუყვანეს, ყველა რო ჩაიწიოს მაინც ვერ დაეტავა და წავა აბა სად წავა 😀
მაგარი კაცია ბრაიტა. რაც შეეძლო დადო. სევილიას გამარჯვების გოლი თხარა. მადლობა და წარმატებები
კაია ეს წავა და 9 ნომერს აგუერო ჩაიხუტებს, ისე არც ფატის არ აწყენდა😏❤️