“ბარსელონას” დანიელი თავდამსხმელის, მარტინ ბრეითუეიტის მომავალი გაურკვეველია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ, ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის გამო, მისი ღირებულება გაიზარდა, “ბარსა” 30 წლის ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, თუმცა თავად მარტინს გუნდში დარჩენა სურს.
შესაძლოა, ბრეითუეიტის შენარჩუნება კატალონიური გრანდისთვის სასარგებლოც იყოს. დანიელს დაბალი ხელფასი აქვს, გუნდში კი, გრიზმანის გაშვების შემთხვევაში, შემტევთა ნაკლებობა იქნება.
ბრეითუეუტი “ბარსელონაში” 2020 წელს “ლეგანესიდან” გადმოვიდა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.

იმედია 20-30 გავყიდით, ეს ძალიან მუშა ბიჭია, თან მილიარდელიც ყოფილა.
გრიზმანი კი მიდის მარა სამაგიეროდ 2 შემტევი მოვიდა აგერო და დეპაი. პლიუს სავარაუდოდ კოუს და დემბელეს ვერ გავყიდით და ფატიც დაგვიბრუნდება. 3 პოზიციაზე მესი, დეპაი, აგერო, ფატი, კოუ, დემბელე, ტრინკაო და ბრაითა ძაან ბევრია
amaas egreve rusulad utxarit ori sityva da vso
შენც კაი ბარგი ხარ. ამისი ვითომ მებრძოლი ხასიათი და მუშაობა არ გაიშვას. ერთი უშედეგო ფაფხურა იდიოტია, არც გოლის ალღო აქვს და არც მოედნის ხედვა