“ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველის, სერჟი რობერტოს მომავალი გადაწყვეტილია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” ფეხბურთელს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. ცნობილია, რომ მოთამაშის პრიორიტეტიც გუნდში დარჩენაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში 29 წლის შუახაზელის წასვლაზე ბევრი იწერებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ და რონალდ კუმანმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი რობერტოს უნივერსალიზმია. ნიდერლანდელ სპეციალისტს სჯერა, რომ ესპანელი სხვადასხვა პოზიციაზე უპრობლემოდ ითამაშებს.
როგორც წყარო გვამცნობს, ფეხბურთელის წარმომადგენლები და ხელმძღვანელობა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად, ხელფასის შემცირების საკითხზეც მოილაპარაკებენ.
რობერტოს მიმდინარე ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში იწურება. სერჟი “ბარსელონას” აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ახლა ის “ბარსას” ერთ-ერთი კაპიტანია.

მშვენიერი…..
ორი მარჯვენა მცველი გვყავს საულიც თუ მოიყვანეს ამის ადგილი ვაფშე აღარ იქნება და მოაშორეთ გაყიდეთ
ორი მარჯვენა მცველი გვყავს უკვე და ამის საცოდავობა აღარ მანახოთ გთხოვთ
სხვადასხვა პოზიციაზე უპრობლემოდ ითამაშებს – ეგრე ლენგლეც უპრობლემოთ ითამაშებს ყველგან, ცენტრფორვარდად თუ გარემარბად. მთავარია როგორ ითამაშებს თორე.. ჭ კლასია რობერტო
ეუ სად დაგვერხა.რაის რობერტო და გახანგრძივება,კარგით რა ეს არ დავინახო მოედანზე გასული.აღარ შემიძლია ამის საცოდაობის ყურება.
არაფერში არ ადგება ეგ უნივერსალიზმი ბარსას,პირიქით აზარალებს რიგ შემთხვევებში.რატომ ევასებათ ბარსაში ეს ფეხბურთელი ვერ ვხვდები