workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელმა კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო | L’Equipe

მარსელმა კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო | L’Equipe

“ბარსელონას” ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, მარსელის “ოლიმპიკის” სახით რეალური მსურველი გამოუჩნდა. L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგულმა გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის ეკონომიკურად შესწავლა დაიწყო.

კოუტინიოს შეძენა იოლი საქმე არაა, რადგან მისი სატრანსფერო ღირებულება და ხელფასი (12 მილიონი წელიწადში) მაღალია. თუმცა “მარსელმა” გამოსავალი იპოვა.

წყაროს თანახმად, ფრანგული კლუბი სპონსორთან მოლაპარაკებებს გამართავს, რათა ტრანსფერისთვის საჭირო სახსრები მოიძიოს, ანაზღაურების სახით კი 29 წლის ფეხბურთელს წლიურად 6 მილიონს შესთავაზებს, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი დაემატება.

მოვლენების მსგავსი განვითარება “ბარსელონასთვის” შესანიშნავი იქნება, ეს გუნდს მესისთვის ხელშეკრულების გაფორმების საშუალებას მისცემს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • ♠️Spooky♠️
    schedule 12 ივლ 2021, 18:31

    Chven ramdens mogvcems savaraudod tore amas tu unda marto kvebaze utamashia bliad… 20 is gadamxdelic ver mgonia marceli