ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო” ანტუან გრიზმანი-საულ ნიგესის გაცვლის თაობაზე მსჯელობენ.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ბარტერს დაინტერესებული გუნდების მთავარი მწვრთნელები – რონალდ კუმანი და დიეგო სიმეონე ემხრობიან.
ნახსენები წყაროს ცნობით, “ბარსას” თავკაცს იმ ტიპის ნახევარმცველი სურს, რომელიც საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე იმოქმედებს – საული კი სწორედ ასეთი სტილის მოთამაშეა.
რაც შეეხება “ჩოლოს”, არგენტინელი სპეციალისტი თავდამსხმელს ეძებს, კლუბში კი თავისი ყოფილი შეგირდის, ანტუან გრიზმანის დაბრუნებას მიესალმება.
კატალონიური გამოცემის თანახმად, “ანტოს” “ბლაუგრანაში” დარჩენა უნდა, თუმცა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა და არც მალავს, რომ სიმეონე მისთვის განსაკუთრებული ადამიანია.
თუ “ლურჯ-ბროწეულისფერები” საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის შესახებ თავად ფეხბურთელთან და მის გარემოცვასთან იმსჯელებენ.
“ბარსელონასთან” არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი გრიზმანს 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, საულის ხელშეკრულება კი 2026 წლამდეა გათვლილი.




აი ზუსტად ეგაა, ამან 12 თუ 13 გოლი მაინც შეაგდო ლა ლიგაში, 6 გოლამდე თასზე და ლიგაზე, ეგეც რაღაცაა, აბა სლემბელეები და.ბრაიტები 2-2 გოლს იტანენ სეზონში. ფატი კაცმა არ იცის როგორ დაბრუნდება, ლეო 34 წლისაა და დეპაიმაც ჰა ჰაა 5-8 გოლი მაქსიმუმ. აგუეროც ეგრე. ამ შეტევით ლა ლიგას ისევ წავაგებთ. ამ უფულობაში კიდე ვერავის დავიმატებთ. თორე საული მეც მაგრად მინდა. ფრენკი საული იდეალურ დუეტს გავს.
Arada chvenshi darches da tu aze moxda simeone gnidaa aranaklebad xeirobs, saulis chamnacvleblad, tu uket ar gaqacha, de pauli moyavt, grizlit kide shetevas ufro gaamxeceben, amito apasnia amis chalichi, sxva yvela pontshi kai gacvla iqneboda, saulis nairi naxmcveli dagvxatavs da ro vtqvat grizlic sheucvlelia chventvis an xatavso vera raa… Es gacvla da tu vinme kai shemtevi movidoda kide nicheo…
სული ნიგოზი გადადის ლივერპულში
მაგრად გაასწორებდა საული იმენა დახატავდა ბარსას მარა კიდე გრიზმაბით უნდა ატლეტიკოს გაძლიერება? რაღა გრიზმანში სხვა ვინმე ვერ მოძებნეთ დემბელე და კოუტინიო არ უნდათ?
მე მივესალმები ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა საული მაგრად დაგვეხმარება ძალიან შრომისმოყვარეა. გრიზმანს არაფერს ვერჩი მაგრამ ბევრი შემტევია გუნდში. რა დროც მიიღო გრიზმანმა ვერ გაამართლა ისე რომ დარჩენა მინდოდეს მისი