ლიონელ მესის მიერ კოპა ამერიკის მოგება მხოლოდ მის სამშობლოში არ უხარიათ. ლეოს გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ჰყავს და ყველგან თავისებურად აღნიშნავენ, მაგრამ ბანგლადეშის შემთხვევა მართლაც განსაკუთრებულია.
ESPN ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ბანგლადეშში ხალხი ქუჩაშია გამოსული და მესის სკანდირებს. არადა ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა. ასეთი რთული ვითარება ბანგლადეშში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა. იმედია, მესის გამო სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდება.
![მესის მოგების აღსანიშნავად ბანგლადეშში ხალხი ქუჩაში გამოვიდა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2021/07/1625975592_900b9750-c31a-4428-8dba-d4c633b83b0e.webp)
ჰაჰაჰაჰაჰაა პატარა არგენტინაა ბანგლადეშში
მაგარი ხალხი♥️
ეტყობა ეს ცენტრალური გამზირია, რამხელა მოძრაობაა.😂
როგორრც იქნა დადაგა ეს დრო და ყველა ზეიმობს 🥰😍