ლიონელ მესის “ბარსელონაში” დარჩენის საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი, კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს.
წყაროს ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ეჭვები აღარ არსებობს და ყველაფერი დროის საკითხია. მხოლოდ ფინანსური დეტალებია მოსაგვარებელი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლა ლიგამ “ბარსელონას” მესის კონტრაქტის დარეგისტრირების უფლება მისცა, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ასე რომ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი დარეგისტრირება, შესაძლოა, კვლავ პრობლემა იყოს.
აქვე გეტყვით, რომ თბილისის დროით 04:00 საათზე, მესის არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება.

ლეო, წარმატებებს გისურვებ, შენ საუკეთესო ისედაც ხარ და ყველა შემთხვევაში დარჩები საუკეთესოდ ( რაც უნდა მოხდეს დღეს) უბრალოდ მინდა რო გულით რაც გინდა შენ ის აგიხდეს და თასი ასწიო არგენტინის ნაკრების მაისურით, მე ისე გბალეიშიკობ მართლა მე 12 მოთამაშე ვარ…წარმატებები არგენტინას და ლეოს….😘😘😘