workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: კარლეს ალენიამ “ბარსელონა” დატოვა

ოფიციალურად: კარლეს ალენიამ “ბარსელონა” დატოვა

23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, “ბარსელონა” დატოვა. ის კარიერას “ხეტაფეში” გააგრძელებს. 

შეთანხმების დეტალები ასეთია: “ბარსას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება, მომდევნო ტრანსფერიდან 50%-ს მიიღებს და უფლება ექნება, თავად გადაწყვიტოს, რომელ შეთავაზებაზე იტყვის უარს “ხეტაფე”. 

ოფიციალურ განცხადებაში სატრანსფერო თანხა დასახელებული არ არის, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მადრიდული კლუბი “ბარსას” დაახლოებით 5 მილიონ ევროს უხდის. 

“ბარსელონას” პირველ გუნდში ალენიას დებიუტი 2016 წლის ნოემბერში შედგა, თუმცა აქამდე მან მხოლოდ 44 მატჩი ჩაატარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 10 ივლ 2021, 19:10

    ლენგლე უმტიტი პიანიჩი რობერტო კოუტინიო ეს მძიმე არტილერია გამოიმუშავებს
    10.5მლნ£ (პიანიჩი)
    10მლნ£ (უმტიტი)
    7მლნ£ (კოუტინიო)
    3მლნ£ (ლენგლე)
    8.16მლნ£ (რობერტო)
    10.5+10+7+3+8.16=38.66 მილიონ გირვანქა სტერლინგს რაც ევროში არის 45.25 მილიონი ევრო კლუბი ამათგან არცერთს იყენებს და თუ იყენებს ვერაფერს აკეთებს,ამიტომ სასწრაფოდ წასასვლელები არიან და იმედია კოუტინიოში 30 მილიონამდე აიღებენ ასევე ლენგლეში 25 მილიონს მაინც, პიანიჩში 15-20 მილიონს, რობერტოშიც 20 მილიონს უმტიტში 2-3 მილიონს და 90 მილიონამდე შეუძლია გუნდს თავი რომ მოუყაროს და 45 მილიონი ხელფასების სახით დაზოგოს
    და ღმერთმა ქნას ესენი გაიყიდონ ამ ფასად მეორე წელს კლუბს 135 მილიონამდე გამოუვა დანაზოგი ამათი სახით

  • nikusha
    schedule 10 ივლ 2021, 18:34

    ციტატა: M10 S9 D11
    კიდე კაი ეს უნიჭო რო მოვიშორეთ დაცაი მიაყოლეთ სხვა ბალასტიც


    უნიჭო პუჩისკენ მოიკითხე შენ ხარ თვითონ უნიჭო

  • M10 S9 D11
    schedule 10 ივლ 2021, 16:48

    კიდე კაი ეს უნიჭო რო მოვიშორეთ დაცაი მიაყოლეთ სხვა ბალასტიც

  • nikusha
    schedule 10 ივლ 2021, 15:19

    ციტატა: NeymardaSilva
    ყველაზე უნიჭო და გამოუსადეგარი იგროკი იყო ლამასიიდან. ვაფშე ამდენიხანი რას აჩერებდნენ ამას არვიცი ან რა პიარი ქონდა. ძლივს მოშორდა. უმტიტი, პიანიჩი, დემბელე, რობერტო უნდა მიყვნენ მინიმუმ ამას


    ყველაზე უნიჭო პუჩია, კრიზისი რომ არა და მესის კონტრაქტის ამბები ალენია ისევ ჩვენი იქნება და დაბრუნდებაკიდეც! პუჩი რომ არავის უნდა რას ნიშნავს? არ ვარგა და იმას! და თუ ეგ მოგწონს ე.ი. თავი გაბია უნიჭო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 ივლ 2021, 14:35

    Albicelecte,
    ანუ 30 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ ♥️წლის ბოლოს

  • Albicelecte
    schedule 10 ივლ 2021, 14:05

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    Albicelecte,
    30 ტრინკაოში საიდან მოიტანე? დდდ


    ზუსტად არ ვიცი ეხლავე იხდიან თუ იჯარის დასრულების შემდეგ, მაგრამ ეს თანხა ფიგურირებს
    საერთოდ, ჩახლართულია გადახდები, კოუტინიოს ტრანსფერზეც ეგრე მოხდა, ის 145 ჯერაც არაა გადახდილი, ამ პერიოდში გაარენდეს, დაიბრუნეს, კიდევ უშვებენ და ვინ იცის სად აღმოჩნდება და ფული ისევ გადახდის პროცესში იქნება smiley

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 ივლ 2021, 13:46

    Albicelecte,
    30 ტრინკაოში საიდან მოიტანე? დდდ

  • Albicelecte
    schedule 10 ივლ 2021, 13:45

    ალენია 5, აკიემე 3.5, დე ლა ფუენტე 3, ფირპო 15, ტოდიბო 8.5, ტრინკაო 30
    65 ლიმონი უკვე მოგროვილა უკვე ამ ბრწეკნა-ბრწეკნაში

  • El pistolero 9
    schedule 10 ივლ 2021, 13:17

    დარჩნენ ნეტუ, რობერტო, უმტიტი, ლებგლე, პიანიჩი, კოუტინიო, დემბელე და ბრაიტვაიტი.

  • Nikabedinadze
    schedule 10 ივლ 2021, 13:07

    ყოჩაღ ლაპორტას,სასრგებლო დეტალებია

  • xavi73
    schedule 10 ივლ 2021, 12:04

    კარგია ბართომეო გააჩუქებდა და ხელფასსაც თვითონ გადაუხდიდა.დ ახალგაზედების პირდაპირ გაშვება არიქნება სწორი თუ ათამაშება კიდე დავიბრუნებთ

  • C.PC5
    schedule 10 ივლ 2021, 11:41

    ისეთი პირობები აქვთ ჩადებული ფაქტიურად ისევ ჩვენ გვეკუთთვნის😂😂 პროსტა ხელფასს ისინი გადაუხდიან❤️ ლაპორტ ჯიგარი ხარ😂❤️

  • torniket
    schedule 10 ივლ 2021, 11:29

    ახლა
    უმტიტის პიანიჩის კოუტინიოს და გრიზმანის დროა, ისე ვერ გაუფორმებენ მესის კონტრაქტს იმედია გრიზმანს ძვირად გაყიდიან ან ბარტერი იქნება, თორე მენანება ტყუილად გასაშვებად…

  • NeymardaSilva
    schedule 10 ივლ 2021, 11:26

    ყველაზე უნიჭო და გამოუსადეგარი იგროკი იყო ლამასიიდან. ვაფშე ამდენიხანი რას აჩერებდნენ ამას არვიცი ან რა პიარი ქონდა. ძლივს მოშორდა. უმტიტი, პიანიჩი, დემბელე, რობერტო უნდა მიყვნენ მინიმუმ ამას

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 ივლ 2021, 11:25

    გუდ