workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეხანდრო ბალდე მზადებას ბარსა ბ-სთან ერთად დაიწყებს

ალეხანდრო ბალდე მზადებას ბარსა ბ-სთან ერთად დაიწყებს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ცნობით, ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ალეხანდრო ბალდე პრესეზონს “ბარსა ბ-სთან” ერთად დაიწყებს.

საინტერესოა, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის ფეხბურთელი წინასასეზონო მზადებას “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად დაიწყებდა და საბოლოოდ გადაწყდებოდა, მას დააწინაურებდნენ თუ ჟორდი ალბას დუბლიორის შეძენა გახდებოდა საჭირო.

მიუხედავად ამისა, კატალონიური გამოცემის მტკიცებით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ტალანტი მუშაობას ორშაბათს, სარეზერვო გუნდში შეუდგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Lasho
    schedule 10 ივლ 2021, 09:58

    დააწინაურონ.. არაა მარცხენა მცველის ყიდვის დრო ახლა და არც ფული.. დესტსაც შეუძლია რორამე მარცხნივ თამაში