ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, აღფრთოვანებულია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით, რა თქმა უნდა საუბარია ლეო მესიზე.
“O Globo” გვამცნობს, რომ ობამა აპირებს შეხვდეს არგენტინელ ვუნდერკინდს უახლოეს მომავალში.
ბარაკ ობამა აღფრთოვანებულია მესის თამაშით, ის “კოპა ამერიკასაც” ადევნებდა თვალს. პრეზიდენტს სურს, რომ მესი თეთრ სახლში დაპატიჟოს. ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებას მართავს კატალონიურ კლუბთან იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი ხნით შეიძლება მესი შეერთებულ შტატებში გაემგზავროს.