“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ლენდოვერში, მერილენდში, ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.
ბარაკ ობამა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის საპატიო სტუმრებს შორის იყო. შესვენებაზე, ის ბართომეუს სტადიონის ერთ-ერთ ვიპ ლოჟაში შეხვდა.
ობამასთან შეხვედრის დროს, ბართომეუმ ხაზი “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდის აშშ-ში საქმიანობას, ასევე კატალონიელთა ახალგაზრდულ აკადემიასა და ქალთა ფეხბურთს გაუსვა. მხარეებმა “ბარსელონას” ფონდისა და ობამას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ორგანიზებაზე ესპანეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში “ბარსელონას” წარმომადგენელმა, ხამეს კოსტოსმა იზრუნა.
მაგარი ფოტოა