რონალდ კუმანი წინასასეზონო მზადების დროს “ბარსელონა ბ-ს” რამდენიმე ფეხბურთელს ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობას მისცემს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ეს მოთამაშეები არნაუ კომასი, გავი და კაის რუისი იქნებიან. ამ უკანასკნელს, რომელიც “ბლაუგრანაში” პსჟ-დან დაბრუნდა, კლუბი მალე წარადგენს.
კომასის დაწინაურება მოსალოდნელი იყო. 21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში გარსია პიმიენტას ხელმძღვანელობით სარეზერვო გუნდის ყველაზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის ერთი წლით სეგუნდას გუნდ “ოლოტშიც” იყო განათხოვრებული.
გავი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთა შორის, რომლებისაც “ბარსას” ყველაზე მეტად ეიმედება. 16 წლის ნახევარმცველს გასულ სეზონში პირველ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა, წელს კი კიდევ ერთი შანსი მიეცემა.
რაც შეეხება რუისს, ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს პსჟ-დან უფასოდ შეუერთდა. 18 წლის ფრანგ შემტევს პარიზული გრანდის პირველ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. რონალდ კუმანი და “ბარსას” ხელმძღვანელობა მას იმედიანად უყურებს.
აქვე გეტყვით, რომ ამავე წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, წინასასეზონო მზადების დროს ასევე ინიაკი პენია, არნაუ ტენასი, ალეხანდო ბალდე, ნიკო გონსალესი და ალექს კოლადო გამოიყენოს.




ბალდე კოლადო და ეს რუისი მაინტერესებს მარტო დალშე ისეთი არც არავინ არაა რო დააწინაურონ ნუ პენია ვიცით რაცაა და დასაწინაურებელია
ჯერ გასაშვები გაუშვით, თორემ გუნდში ისედაც ზედმეტი ფეხბურთელია.
წარმატებები ლა მასიელებს
გავიო ? ჰააააააიპდ :დდდ
ნიკო?
ბალდე თუ დააწინაურეს კაი იქნება ამ სეზონში დააკვირდებიან და მომავალში აღარ იქნება ძვირიანი LB საყიდელი
კოლადო უნდა შეაჩვიოს მაქსიმალურად ძირითადს და ჩენერგოს ნელნელა გუნდში, ფატიზე არანაკლებ მაგარი იქნება ეგ ბიჭი თუ მიაქცევს ყურადღებას ბულდოგა❤️🙏