კატალონიის “ბარსელონა” ესპანელი ნახევარმცველის, სერჟი რობერტოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, “ბლაუგრანა” 29 წლის შუახაზელს იმ ფეხბურთელად მიიჩნევს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მარჯვენა მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას უპრობლემოდ დაიკავებს.
ზემოხსენებული ინფორმაციის მიუხედავად, რობერტოს მომავალი გაურკვეველია. მასთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარება მოსალოდნელია.
ესპანელს ყველაზე აქტიურად მილანის “ინტერთან” აკავშირებდნენ.

სტაჟიორი მწერალი გვყავს?
ლაპორტ არა რაააა….
კაი რა აფერისტობაა.ტრინკაუზე ისმოდა რამე?არა და უცბად მოგვშორდა ესე იქნება.არ ღირა ყველაფერი დავუჯეროთ მარკას,მუდოს და მსგავს დებილობებს.
ნეტა ტყუილი იყოს😭😭
არაა