“ბარსელონასა” და მესის კონტრაქტს ვადა დაახლოებით 12 საათის წინ გაუვიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კატალონიური კლუბის მოთამაშე აღარაა.
იმის მიუხედავად, რომ მესი “ბლაუგრანას” ფეხბურთელი აღარაა, კლუბი მის მაისურებს მაინც ყიდის და ოფიციალურ ვებგვერდზეც ლეო გუნდის წევრადაა მითითებული.
ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ “ბარსელონაში” მესი ისევ კლუბის წევრად მიაჩნიათ, იმის მიუხედავად, რომ მხარეებს ერთმანეთთან სამართლებრივი ურთიერთობა აღარ აქვთ.
მესის შემადგენლობაში დატოვებისა და მისი მაისურების გაყიდვის მიზეზი არ შეიძლება ის იყოს, რომ კონტრაქტის ამოწურვიდან ცოტა დროა გასული. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მატეუს ფერნანდესთან კონტრაქტის გაწყვეტისთანავე ის ოფიციალური ვებგვერდის შემადგენლობიდან გაქრა. ასევე, გუშინ ღამით, მესის მსგავსად, კონტრაქტის ვადა ამოეწურა “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს. ვადის გასვლიდან რამდენიმე წუთში რამოსი შემადგენლობის გვერდიდანაც ამოიღეს და მისი მაისურების გაყიდვაც შეაჩერეს.

ასეთი სლეობა ფორმა დიდი ხანია არ ქონიათ
ტვინი უნდა ბურღონ ეხლა ამ ჟურნალ-გაზეთებმა მოაწეროს დროზე და დავისვენეთ ყველა
Iniesta_8,
ზუსტად
რაღაც კანტეს ქება-დიდება და თაყვანისცემა აღარ მესმის და ხო მშვიდობაა? ახლა იმობილემ რომ ჩაატაროს 2 მატჩი მაღალ დონეზე წავა აქ ლაპარაკი ოქროს ბურთი ეკუთვნისო