“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ევროპის სუპერ ლიგაზე ისაუბრა.
ლაპორტას თქმით, “ბარსას” სუპერ ლიგაში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ბაზარზე ფული არ არსებობს. რაღაცები უნდა შეცვალო. სწორედ ამიტომ არსებობს სუპერ ლიგა.
ხავიერ ტებასისთვის [ლა ლიგის პრეზიდენტი] აშკარა უნდა იყოს, რომ სუპერ ლიგა ესპანეთის ჩემპიონატზე არ იმოქმედებს. “ბარსას” ესპანეთის ჩემპიონობა ყოველ წელს უნდა. ინგლისური კლუბები, ადრე თუ გვიან, სუპერ ლიგის დატოვების გადაწყვეტილებას ინანებენ.
– ლაპორტას ამ სიტყვებს Onda Cero ციტირებს.
სუპერ ლიგა აპრილში 12-მა კლუბმა დააფუძნა, რომელთაგანაც 9-მ მალევე ტურნირი დატოვა. ის კლუბები, რომლებიც კვლავ სუპერ ლიგის ერთგულნი რჩებიან, მხოლოდ “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” არიან.