2021 წლის 28 ივნისი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში აუცილებლად შევა. ძნელია, სხვა ასეთი მაგარი სათამაშო დღე გავიხსენოთ.
ორივე შეხვედრაში ანგარიში აუტსაიდერებმა გახსნეს (ორივე შემთხვევაში “ბარსელონას” ფეხბურთელების შეცდომით), ორივე თამაშში ფავორიტებმა 3-1 დაწინაურება მოახერხეს და ორივე დაპირისპირებაში აუტსაიდერმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გაათანაბრა.
დასასრული კი განსხვავებული იყო – ფავორიტმა აუტსაიდერს დამატებულ ნახევარ საათში ვერაფერი მოუხერხა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თავად დამარცხდა. ზედიზედ 9 ზუსტი დარტყმის შემდეგ კილიან მბაპემ ვერ ივარგა, რომელსაც მეკარემ აუღო. შედეგად შვეიცარიამ პენალტებში 5-4 მოიგო. ასე დაემშვიდობა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად შერაცხული საფრანგეთის ნაკრები ევროპი 2020-ს.
“ბარსელონას” ორივე ფეხბურთელი ფრანგების სასტარტო შემადგენლობაში იყო. დეშამმა ლანგლე პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალა, გრიზმანი კი მოედნიდან 88-ე წუთზე გაიყვანა, როდესაც ფრანგები 3-2 იგებდნენ.
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში კი ესპანეთს შვეიცარია დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება.




პირველი გოლის დროს ლენგლე რას აკეთებდა საერთოდ??