უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუის კორტესმა, რომელიც “ბარსელონას” ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი 2019 წლიდან იყო, პოსტი დატოვა. კორტესმა გამოსამშვიდობებელი ტექსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ განათავსა.
როცა გუნდი ჩავიბარე, ვთქვი, რომ მწვრთნელობას იქამდე არ შევწყვეტდი, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებდით.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2.5 წელი გავატარე, ამ გუნდთან ერთად კი 4 წელია, ვმუშაობ. წასვლის გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ მივიღე, რომელიც ჩვენთვის ისტორიული იყო.
ვარჯიში 10 ივლისს დავიწყეთ და 353 დღე პანდემიის პირობებში თავდაუზოგავად ვშრომობდით. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ფიზიკურად და ემოციურად გადაგვღალა.

– განაცხადა კორტესმა.
34 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ბარსა ფემენიმ” 6 ტიტული მოიგო, 92 მატჩში გაიმარჯვა, მხოლოდ 7 წააგო და ფრედ 4 დაარულა. ამ მატჩებში გუნდმა 397 გოლი გაიტანა და 53 გაუშვა.

გააცილეს გოგოებმა?
საშხაპეში ჭუჭრუტანა ქონია და იქედან გვიყურებდაო.
ანუ რაში დასდეს კრუხებმა ამ მამალს ბრალი ბოლობოლო, ყველას ერთნაირად არ გვპეპლავდა და მიკერძოებები ქონდაო თუ მოკლე გამაშების ჩაცმას და მაკიაჟს გვიკრძალავდა თამაშებზეო :)))