UEFA-ს ტურნირების მსგავსად, 2021/22 წლების სეზონიდან სტუმრად გატანილი გოლის წესი არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე იმოქმედებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ცვლილება ჩემპიონთა ლიგის გარდა კოპა დელ რეიზეც შეეხება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ბოლო 2 სეზონში ორმატჩიანი დაპირისპირება მხოლოდ ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა. წინა სეზონში, “ბარსას” სტუმრად გატანილი გოლის წესი კინაღამ შეეხო – კატალონიელებმა სტუმრად “სევილიასთან” 0-2 წააგეს, “კამპ ნოუზე” განმეორებითი მატჩი კი დამატებით დროში გადაიყვანეს და 3-0 გაიმარჯვეს. დარჩენილ დროში სევილიელებს ერთი გოლიც რომ გაეტანათ, ფინალში სწორედ ისინი გავიდოდნენ, მომავალში კი მსგავსი რამ აღარ მოხდება.
დიდი ალბათობით, ახალი წესი მალე კიდევ ბევრ ტურნირზე დამკვიდრდება.




მე მგონი ასე ჯობია, რომა მაინც არ გამოგვაგდებდა დამატებითის გარეშე.
ურთიერთშეხვედრებია ყველაზე ობიექტური და სამართლიანი გზა ჩემპიონის გამოსავლენად, თუ რამის ტრაკი აქვს გუნდს ზუსტად უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს
:დდდდდ
არ შეცვლის, მემგონი დემბელეს ქრაშავს
სოსიედადი ჯობდა
გარკვეულ წილად ამ წესმაც იმოქმედა რობერტოს ამ დრომდე ბარსელონაში ყოფნა🙃
საწყენად ნუ მიიღებ და ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრიოს სურათი და ნიკი გაქ😁შეცვლაზე არ დაფიქრებულხარ?
ძალიან კაი სამუდამოდ უნდა დასამარდეს ავტობუსა ტაქტიკა
სევილია რომ დავასამარეთ ეგ თამაში ყველაზე კაი იყო გასულ სეზონში🙏❤️მასე რომ თამაშობდნენ ყველა თამაშს კიაღარ გავჭაღრდევოდით ამდენი ხალხი😏
შემტევი გუნდები იზემებენ ამით, მაგრად მაინტერესებს, ჩოლო და მოურინიო რა ხასიათზე დადგებიან?!