workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსურველები პრემიერ ლიგიდან, დარჩება თუ არა პუჩი?

მსურველები პრემიერ ლიგიდან, დარჩება თუ არა პუჩი?

რიკი პუჩისთვის “ბარსელონაში” დარჩენა ძალიან პრიორიტეტულია, თუმცა კლუბს სურს, რომ მას განვითარებისთვის საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდეს. 

Sport-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბებიდან ხშირია საიჯარო შემოთავაზებები, მაგრამ ამაზე ფეხბურთელისა და “ბარსას” პასუხი ჯერ გარკვეული არაა. მომავალ კვირას ფეხბურთელი და “ბარსელონას” წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან, სწორედ აღნიშნულ დღეს გაირკვევა რიკის მომავალი.

რონალდ კუმანის მწვრთნელობის პირველ სეზონში პუჩმა ლიმიტირებული სათამაშო დრო მიიღო. ახალგაზრდა მოთამაშე ძირითადად კოპა დელ რეისა და სუპერთასზე თამაშობდა. ახალ სეზონშიც ამავე რაოდენობის სათამაშო დრო მის კარიერულ განვითარებაზე პოზიტიურად ნამდვილად არ იმოქმედებს. შესაბამისად, იჯარით წასვლაზე ფიქრი რელევანტური იქნებოდა.

21 წლის ესპანელის გადაბირებას 4 პრემიერ ლიგური გუნდი ცდილობს. გუნდების ვინაობა უფრო კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა რამდენიმე კვირის წინ “არსენალის” ინტერესზე ესპანურ-კატალონიური გამოცემები აქტიურად წერდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 25 ივნ 2021, 19:24

    იჯარით წასვლაზე ფიქრი რელევანტური იქნებოდა.
    როგორ მაინტერესებს, ეს უცხოური სიტყვების ჩასმა ტექსტში აუცილებელია? ვის ვეპრანჭებით და იქნებ ამიხსნათ "რელევანტური ფიქრი" რას ნიშნავს.

  • Albicelecte
    schedule 25 ივნ 2021, 12:48

    აქვს ხასიათში რაღაც განსხვავებული, არაორდინალური, შემოქმედებითი
    ფიზიკურად მოძლიერედება უფრო, მოძლიერებაში "ადამა ტრაორეობას" არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა
    არც ჩავი არ იყო "ბაკლანი" მაგრამ მოედანზე 90 წუთი მოტორივით მუშაობდა

  • DE PE FA
    schedule 25 ივნ 2021, 11:36

    ლაპორტას უკანონო შვილია რიკი და ამას არსად გაუშვებს😁მოვიდა თუ არა სათავეში ლაპორტა რიკის სათამაშო დრო გაეზარდა😀

  • La Pulga10
    schedule 25 ივნ 2021, 10:46

    ამას ლაპორტა იცავს არსად არ წავა და უნდა ათამაშოს იმ ხისთავიანმა ბულდოგმა,70 წუთი პედრი 30 წუთი პუჩი ან რამე მსგავსი.

  • becool
    schedule 25 ივნ 2021, 03:03

    უნდა დარჩეს რათმაუნდა.

  • Joakim Brodén
    schedule 25 ივნ 2021, 00:54

    ციტატა: Albicelecte
    ლაპორტა გაიგიჟებს თავს და არ გაუშვებს
    ტიპი ოცნებობს, რომ 11 კატალონიელით და კიდევ შეცვლაზე 5 ლა მასიელით სანტიაგო ბერნაბეუ აიღოს, გადაწვას, გადაბუგოს და მადრიდში ლურჯ-ყვითელი დროშა ააფრიალოს barca-4 barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-2


    კარგი, დაჯექი, 10-იანი

  • C.PC5
    schedule 25 ივნ 2021, 00:50

    აქ კუმანი არ ათამაშებს მარა იქ ერთხელაც რომ შეუშვან მოედანზე დაიბრიდება. მეტი დრო სჭირდება თორე ძაან კაი ბიჭია, ჭკუსიკოლოფა არაა მარა მუხტის შემოტანა შეუძლია, მიკრო აფეთქებები აქვს და რაღაცნაირად ახალისებს თამაშს. ბულდოგას რომ ტვინი ქონდეს უკეთესად შეიძლება ამ ბიჭის გამოყენება, მაგრამ არაა პრობლემა ლაპო მოაყვინიებს😂😏

  • frenkie dejong21
    schedule 25 ივნ 2021, 00:42

    ჯობია იჯარით გაუშვან არ ათამაშებს ეს ხის თავიანი კუმანი
    ამოჩემებული ყავს ამ ნაბოზვარს

  • Albicelecte
    schedule 25 ივნ 2021, 00:19

    ლაპორტა გაიგიჟებს თავს და არ გაუშვებს
    ტიპი ოცნებობს, რომ 11 კატალონიელით და კიდევ შეცვლაზე 5 ლა მასიელით სანტიაგო ბერნაბეუ აიღოს, გადაწვას, გადაბუგოს და მადრიდში ლურჯ-ყვითელი დროშა ააფრიალოს barca-4 barca-2 barca-2 barca-2 barca-2 barca-2

  • rivaldo80
    schedule 25 ივნ 2021, 00:05

    ამას ლაპორტა არ გაყიდის

  • king artthur
    schedule 24 ივნ 2021, 23:44

    გააიჯარეთ