workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა 525 მილიონს ისესხებს

ოფიციალურად: ბარსელონა 525 მილიონს ისესხებს

ამ წუთებში მიმდინარე “ბარსელონას” გენერალურ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ნახევარი მილიარდის ოდენობით ახალი ვალის აღებას ეხება.

ჟოან ლაპორტას მმართველობამ კლუბის წევრების წინაშე წარმოადგინა საკითხი, რომელიც 525 მილიონი ევროს სესხის აღებას ეხება. ლაპორტას იდეას მხარი 588 ადამიანმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგი იყო, ხოლო კლუბის 43 წევრმა თავი შეიკავა.

ცნობილია, რომ ამ თანხის ნაწილი ძველი სესხების დაფარვას მოხმარდება, ნაწილი კი გუნდის გაძლიერებას.

ESPN-ის ცნობით სესხი 15-წლიანია, ხოლო მისი პროცენტი 3%-ზე ნაკლებს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 ივნ 2021, 15:39

    ნუ ჰოლანდი და მინიმუმ ორი უძლიერესი მცველი. დანარჩენი ალბათ 10-12 კაცი იქნება გასაშვები და ამოისუნთქებს გუნდი. ამის გარდა ესპანეთში თითქმის დაამარცხეს კოვიდი და მომავალი წლიდან მაყურებელი იქნება ეს კი თუნდაც ხელფასებზე უკვე საკმარისია, დანარჩენი ცოტა ფეხბურთელებმაც მოინდომონ რამე ტიტულები რო არც მაყურებელი მოაკლდეთ და არც პრემიები.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 20 ივნ 2021, 22:24

    უსარგებლო მოყვანილებიც უნდა გაყიდოს და მიემატება ეგეც და კაი მოთამაშეები უნდა ვიყიდოთ

  • xavi73
    schedule 20 ივნ 2021, 22:02

    დაცვა პირველ რიგშია მისახედი და მერე ჰოლანდზე იჩალიჩოს , მესი რჩება და სავარაუდოდ რაღაცის გამი და იმედიაქვა რომ გაძლიერდება გუნდი.

  • M10 S9 D11
    schedule 20 ივნ 2021, 21:57

    ვაიმე ბომბა ტრანსფერი რო გააძროს ლაპომ ❤️

  • kanja
    schedule 20 ივნ 2021, 21:28

    barca-1 აუცილებელია…

  • GiorgiGabe99
    schedule 20 ივნ 2021, 21:28

    რაღაც სასწაულს ამზადებს ეს კაცი და ვნახოთ ზაფხულის ბოლოს როგორ გავძლიერდებით