მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს, მემფის დეპაიმ კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს პირველად მიმართა.
როგორც იქნა, ეს ოფიციალურია – “ბარსელონას” შევუერთდი და ძალიან გახარებული ვარ. ჩემი ოცნება ახდა. მსოფლიოს უდიდესი კლუბის წევრი გავხდი, რომელსაც საუკეთესო ფანები ჰყავს. მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ სავსე სტადიონზე მათ თვალწინ. ამ ადამიანებს ფეხბურთი ძალიან უყვართ, ფეხბურთით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, აქ თამაში საოცარი იქნება.
მინდა, მადლობა გადავუხადო “ბარსას” ბორდის წევრებს, პრეზიდენტსა და მწვრთნელს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. ამაყი ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ.
გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მოკლედ, მზად ვარ. გაუმარჯოს “ბარსას”!

იმედია არ ჩაი-ვავს.
აბა შენ იცი ჯიგარო უკვე კაი კაციხარ რო ბურთის თამაში ფულზე არ გაცვალე საღოლ დანარჩენი წარმატრბები!!
ჩემი აზრით გაამართლებს 🙂
ალავერდს დეიონგთან გადავდივარ უფალო თამადაააა
ვნახოთ რისი მაქნისია დიდ კლუბში,სადაც უფრო დიდი წნეხია
🚨 რობინ გოზენსის დამატება ბევრ კლუბს უნდა – მათ შორის არიან ბარსელონა, ინტერი და ლესტერი 🔥
✅ სხვა კლუბების გააქტიურებაც მოდალოდნელია 👀
💰 სატრანსფერო ფასი: €35-40 მილიონი
#POSTVტრანსფერები
სადღეგრძელოს ხო არ იძახის ეს :დ
გაუმარჯოს