workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ტრინკაუს ადვილად არ თმობს

“ბარსელონა” ტრინკაუს ადვილად არ თმობს

კატალონიური Sport “ბარსელონას” პორტუგალიელი შემტევის, ფრანსიშკუ ტრინკაუს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც “ბარსამ” “ბრაგადან” “ახალი კრიშტიანუ რონალდუს” სტატუსით შეიძინა, ესპანეთში ჩატარებულ პირველ სეზონში თავის გამოჩენა ვერ შეძლო. 

როგორც ბარსელონური გამოცემა წერს, კლუბს ტრინკაუს იმედი ჯერ არ დაუკარგავს და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება აქვს, მის ადვილად დათმობას არ აპირებს. 

“ბარსასთვის” იდეალური ვარიანტი იჯარაა, რაც 21 წლის თავდამსხმელს სათამაშო დროის მიღებაში დაეხმარება, ტრანსფერზე კი კლუბი თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სანაცვლოდ სულ მცირე 30 მილიონ ევროს მიიღებს. 

დაინტერესებულთა შორის პრემიერ ლიგის კლუბები არიან, თუმცა წყარო კონკრეტულ გუნდს არ ასახელებს. 

ტრინკაუს “ბარსელონას” შემადგენლობაში ჩატარებულ 42 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. წინა სეზონის დასაწყისში “ბლაუგრანას” მისი 40 მილიონად გაყიდვა შეეძლო, თუმცა ხელმძღვანელებმა პერსპექტიული მოთამაშის ტრანსფერზე უარი თქვეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 ივნ 2021, 16:16

    მოკლედ არავინ რო არ გამოგვადგა ბართოს შეძენილი.

  • me da barca
    schedule 21 ივნ 2021, 14:15

    ჩებურაშკა

  • M10 S9 D11
    schedule 20 ივნ 2021, 18:40

    იასნა რატო უნდა გაუშვას კაპიკებში ბართომეუ ნუ გონიათ ლაპორტა ეგრე ვერ აჭმევენ

  • Diana
    schedule 20 ივნ 2021, 14:56

    ჰო რატო უნდა გავყიდოთ ისე უხდება სკამს ❤

  • cruyff9
    schedule 20 ივნ 2021, 14:33

    ესეც მაგარი მზე ვიყიდეთ))))))

  • GiorgiGabe99
    schedule 20 ივნ 2021, 14:05

    მშვენიერი თანხაა ამაში 30 მილიონი და პლიუს აუარი მოდის მაგ ფასში