დღევანდელი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში უნგრეთის ნაკრები საფრანგეთს სენსაციურად ამარცხებდა, თუმცა მატჩის 66-ე წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა.
გოლი კილიან მბაპეს აქტიურობას მოჰყვა. მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით გრიზმანმა ისარგებლა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. ანტუანის გოლი ევრო 2020-ზე მონაწილე “ბარსას” ფეხბურთელთაგან პირველია.
მოკლედ ეს რა გვყავს რა… ისე გოლის ასე აღნიშვნა რა პონტია, ქალურად უკანალის ქნევა? პრიჩესკაც რო ქალური აქვს.
გრიზმანზეა ნათქვამი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას.
ანტუნიიი ❤️❤️❤️
ეუჰ გაუტრამვა დემბელე 😂😂 ჯერ არ მოსვლია
ეს საფრანგეთი ვერ გახდება ჩემპიონი