workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას სატრანსფერო სამიზნე, რომელმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარა

ბარსას სატრანსფერო სამიზნე, რომელმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარა

დღეს, ევრო 2020-ის პირველ მატჩში შვედეთის ნაკრებმა სლოვაკეთი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “რეალ სოსიედადის” თავდამსხმელი, ალექსანდრ ისაკი დასახელდა.

ისაკმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, ყველაზე მეტი, 6 წარმატებული დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და საჰაერო დუელიც ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ მოიგო.

მის მიმართ “ბარსელონას” ინტერესზე ხშირად იწერებოდა. ისაკი სწორედ ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივად მიიჩნეოდა. 

ამ მომენტისთვის, მემფის დეპაის ჩათვლით, “ბარსელონას” შემადგენლობაში უკვე 8 თავდამსხმელია. შესაბამისად, ისაკის შეძენაზე ადრე კლუბმა ადგილების გათავისუფლებაზე და ზოგიერთი შემტევის გასხვისებაზე უნდა იზრუნოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Zura Gviniashvili
    schedule 19 ივნ 2021, 18:33

    ვინმე ამიხსნით რითი ჯობია ამას ჰოლანდი რომ სატრანსფერო ფასი ამხელა განსხვავებულია .
    ნუ შეიძლება ჯობია ჰოლანდი მაგრამ რამხელა სხვაობაც მათ სატრანსფერო ფასშია იმხელა სხვაობა არაა მონაცემებში..
    ძაან გამიხარდებოდა ეს რომ მოეწვანათ.. შემქმნელია კარგი დარტყმაც აქვს ტექნიკა მეორე სართულზე ბრძოლა რავიცი ბევრი კაი თვისება აქვს პლიუს ძაან სწრაფი

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 16:04

    მესი,ფატი,გრიზმანი,დემბელე,აგუერო,ბრაითვაიტი,ტრინკაუ და მე-8 დეპაი?!
    გამოდის, რომ დემბელე,ბრაითვაიტი და ტრინკაო უნდა გამოვაკლოთ, დარჩა 5
    აგუერო ვეტერანია და ტრამვიანი, გამოდის, რომ 4
    ანუ ამისი შეძენა არ იქნებოდა ზედმეტი, 21 წლისაა, 75 გოლია ამის ანგარიშზე, საკმაოდ ტექნიკური და შემქმნელი ფორვარდია

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2021, 13:53

    ამ მომენტისთვის, მემფის დეპაის ჩათვლით, "ბარსელონას" შემადგენლობაში უკვე 8 თავდამსხმელია.
    როგორ არ გაგეცინება, "თავდამსხმელები" ისეთები არიან ბრდღვნიან ყველაფერს.

  • me da barca
    schedule 19 ივნ 2021, 03:22

    მე ეს დეპაისაც მირჩევნია, მაგრამ ამის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება ამ ევროს მერე.

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 00:59

    შკრინიარს რომ უპრობლემოდ მოუგო 2 სართული, ნახეთ?!
    სწრაფიცაა და ტექნიკურიც, ძალიან უსამართლობა იქნება ამისი დემბელესთან შედარება, უდისციპლინობისა არაფერი ეტყობა
    არც რაიოლა ყავს აგენტად
    1.92 სიმაღლის კაცი ასე ტექნიკური და მოძრავი….
    ისე, დიდი ხანია რაც ვაკვირდები და შორს არაა, აქვე ანოეტაზე მიარბენ კაცი წამოსაცუნცულებლად barca-6

  • cruyff9
    schedule 18 ივნ 2021, 23:14

    ისაკი არა ლობჟანიძე კიდე

  • qechi
    schedule 18 ივნ 2021, 22:51

    მეორე დემბელე არ გვინდა ნამდვილად

  • La Pulga10
    schedule 18 ივნ 2021, 22:12

    ამას თუ მოიყვანენ ესეიგი ჰოლანდზე ხელს ჩაიქნევენ.

  • king artthur
    schedule 18 ივნ 2021, 22:11

    მესი, დეპაი, ფატი, გრიზმანი/ტრინკაო, ისაკი, აგუერო, კოლადო – ეს სასტავი შეიკრას შეტევაში და დაგვეხიოს ნებისმიერი

  • Moriba
    schedule 18 ივნ 2021, 22:03

    ისე რამ სიმაღლეა და რა ტექნიკურია ტიპი დდ და მოძრავია თან დემბელე ბრეითა გასაშვებია ტრინაკოც ასევე იჯარით კაი იქნება ან 30 ლიმონს თუ მოგვცემენ ტრინკაოში ეგრევე გავუშვებდი და ვიყიდიდი ამას 30 ან სხვა ტრასნფერს მოვახმარდი