RAC1-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” და მარსელის “ოლიმპიკი” კონრად დე ლა ფუენტეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, უცნობია, “ბარსა” ახალგაზრდა ფეხბურთელს გაყიდის (ამ შემთხვევაში, კლუბს მისი 5 მილიონ ევროდ დაბრუნების უფლება ექნება) თუ მას სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტით გაანათხოვრებს – შეთანხმება მომდევნო კვირისთვისაა მოსალოდნელი.
იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს თანახმად კი მხარეებს შორის საბოლოო შეხვედრა ხვალ გაიმართება. ფრანგული გუნდი 19 წლის შემტევს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ამერიკელ მოთამაშეს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება.
მოკლედ რამდენი ფეხბურთელი დააჩლუნგა ამ ჩვენმა თვითონ ჩლუნგმა მწვრთნელმა რა.
გამოსყიდვის უფლება უნდა დავიტოვოთ ვფიქრობ. ძაან მაგარი ბიჭია ეს და მერე არ ვინანოთ
ამ ბიჭს შანსი რატო არ მიეცა ვერ ვხვდები არადა სისწრაფე დრიბლინგი აქვს რაც ვნახეთ 2 თამაში ცუდი შთაბეჩდილება არ დაუტოვებია იმედია გაანათხოვრებენ