29 წლიანი ისტორია დასრულდა. გარსია პიმიენტამ “ბარსელონა” დატოვა. დატოვა კლუბი, რომელსაც თავისი სიცოცხლის თითქმის ორი მესამედი მიუძღვნა.
პიმიენტას გუნდიდან გაშვების რამდენიმე მიზეზი დასახელდა. მათ შორის ერთ-ერთი მისი ამბიციურობაა. კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პირველი გუნდის გაწვრთნის ამბიცია გამოუვლენია და ეს არ მოეწონათო.
ჰქონდა კი “ბარსელონას” გარეთ უცნობ, არავარსკვლავურ მწვრთნელს “ბლაუგრანას” პირველი გუნდის ჩაბარების ამბიციის უფლება?
ფრანსისკო ხავიერ გარსია პიმიენტა “ბარსელონას” 1986 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა. ასაკობრივი გუნდების გავლის შემდეგ მან ჯერ “ბარსა ც-ში” (1993-1995) შემდეგ კი “ბარსა ბ-ში” (1995-1999) ითამაშა.
პიმიენტას ოცნება 1997 წელს ახდა. ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონა” “დეპორტივოს” სტუმრად ეთამაშებოდა. 22 წლის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ და მან მოედანზე 68 თამაში დაჰყო.
“ბარსელონას” პირველ გუნდში პიმიენტას პირველი და ერთადერთი თამაში ჩვენ სხვაგვარად დაგვამახსოვრდა. “დეპორტივოს” ლეგენდა, ბრაზილიელი ბებეტო გუნდს ემშვიდობებოდა. სტადიონი სრულად შეივსო და გულშემატკივრებმა ბებეტოს გამოსამშვიდობებელ მატჩში მისი დუბლი იხილეს. თუმცა თამაშის მთავარი გმირის სტატუსი ბრაზილიელს გვარდიოლამ წაართვა, რომელმაც დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.
დავუბრუნდეთ პიმიენტას. “ბარსელონას” გარდა მან “ექსტრემადურაში”, “ფიგერესში”, “ოსპიტალეტსა” და “სან ანდრეუში” ითამაშა და კარიერა 2004 წელს დაასრულა. რაღაცით ტიტო ვილანოვას ჰგავს – “ლა მასიას” წარუმატებელი აღზრდილი, რომლისგანაც ერთი შეხედვით კარგი მწვრთნელი გამოვიდა და რომელსაც “ბლაუგრანას” პირველ გუნდში მუშაობა არ დასცალდა.
გარსია პიმიენტამ სამწვრთნელო საქმიანობა საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე დაიწყო. ის “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში ასისტენტად მუშაობდა. იმ გუნდში თამაშობდა ე.წ. 1987 წლის ოქროს თაობა მესის, პიკეს, ფაბრეგასისა და ვიქტორ ვასკესის ხელმძღვანელობით. ეს ის გუნდია, რომლისთვის მოწინააღმდეგე არ არსებობდა, რომელიც ყველგან ყველაფერს იგებდა.
სრულფასოვანი მწვრთნელობა პიმიმ 2006 წელს დაიწყო. მას შემდეგ ის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდების დამრიგებელი იყო. წლიდან წლამდე პიმიენტა “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მწვრთნელად ყალიბდებოდა. მის ხელში გამოიარეს მესიმ, ფაბრეგასმა, პიკემ, ვასკესმა, ტიაგომ, სერჟი რობერტომ, ბარტრამ, გაი ასულინმა, კუენკამ, ტელიომ, მუნირმა, ექტორ ბელერინმა, სამპერმა, გრიმალდომ, ალენიამ, პუჩმა, კოლიადომ, მინგესამ, არაუხომ და სხვებმა.
რამდენიმე მათგანი კარიერას სწორედ პიმიენტას უნდა უმადლოდეს. მაგალითად მუნირი. მისი თამაში პიმიენტამ მხოლოდ ერთხელ ნახა და ეს “ბარსელონაში” გადმოსვლისთვის საკმარისი იყო. 3 წელიწადაში მუნირი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს პიმიენტასა და რიკი პუჩის ურთიერთობა. პუჩი რომ ახლა “ბარსელონაში” თამაშობს და არა “ტოტენჰემში”, სწორედ პიმის დამსახურებაა. რიკი კონტრაქტის ამოწურვასთან და კლუბიდან წასვლასთან ახლოს იყო. სწორედ ამ დროს მან და პიმიენტამ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რის შემდეგაც მწვრთნელი “ბარსა ბ-ში” დაწინაურდა, პიმიენტამ კი ახალ გუნდში რიკიც გაიყოლა.
დაწინაურებულმა გარსია პიმიენტამ აქცენტი გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა. “ბარსა ბ–ს” სპორტულმა შედეგებმა მეორე პლანზე გადაიწია და აქცენტი ფეხბურთელების განვითარებაზე გაკეთდა. კატალონიელები მე-3 დივიზიონიდან ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ 2 წელიწადში “ლა მასიამ” პირველი გუნდის ფეხბურთელებით მომარაგება დაიწყო – რიკი პუჩი, ოსკარ მინგესა, ილაიშ მორიბა, რონალდ არაუხო. ასეთი რამ “ბარსელონაში” პეპ გვარდიოლას შემდეგ არ ყოფილა. გასულ ათწლეულში “ბარსა ბ-დან” პირველ გუნდში დაწინაურებული ფეხბურთელებიდან ერთადერთს, სერჟი რობერტოს თუ გამოვარჩევთ. პიმიენტას მიდგომებმა კი ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
ამ დროის განმავლობაში მთელ კლუბში ყველაზე სანახაობრივ და “ბარსელონურ” ფეხბურთს სწორედ “ბარსა ბ” ანახებდა და არა პირველი გუნდი, რომელსაც მესი ჰყავდა. გარსია პიმიენტას გუნდი გამოირჩეოდა ბურთის ფლობით, დომინანტური თამაშით, მაღალი პრესინგით, ინტენსივობით, კრაეტიულობითა და შემტევი ფეხბურთით. 2019/20 წლების სეზონში “ბარსა ბ-ს” ზედა დივიზიონში აღზევებამდე მხოლოდ 1 მოგება დააკლდა, მომდევნო სეზონში კი 2.
გარსია პიმიენტას “ბარსელონას დნმ-ის მცველად” მოიხსენიებდნენ და რამდენჯერმე მისი პირველ გუნდში შესაძლო დაწინაურებაზეც კი დაიწერა, მაგრამ გუშინ ცნობილი გახდა, რომ 29 წლიანი ურთიერთობის შემდეგ პიმისა და “ბარსელონას” გზები გაიყარა.
მასალა მომზადებულია barcabuzz-ის მიხედვით
2019 წლის მერე წვალობს და გუნდი სეგუნდაში ვერ ამოიყვანა, თან გუნდი რომლის შემადგენლობაც დონით აშკარად აღემატებოდა ბევრ სეგუნდაში მოთამაშე გუნდის შემადგენლობასაც კი. დნმ არა კვახი, მუნირი აღმოუჩენია თურმე სუპერვარსკვლავი.
ეგრე არაა, ახალგაზრდა ასაკის (თუმცა გყავს 24-27 წლის რამდენიმე ფეხბუღტელიც) გუნდია, რომელსაც რამდენიმე წელი ერთად ათამაშებ, ავსებ ლა მასიიდან (მაშინ, როდესაც სხვებს ეს ფუფუნება არ აქვთ)
მურსია და სეგუნდა ბ-ში უფრო წინ გასული გუნდები გრანდები იყვნენ?! არა ხომ?!
კარგია ქებაც, პატივისცემაც, მაგრამ მეტი ამბიციაა საჭირო, მოგებულები რჩებიან, დამარცხებულები კი კარს გაიხურავენ, სასტიკი წესია, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოდის
რანაირად ათამაშებ რამდენიმე წელი ერთად. თუ ვინმე კარგი ფეხბურთელი მოხვდა შენ გუნდში, მაქსიმუმ 2 წელი ითამაშოს, მერე უფასოდ გართმევენ.
მურსიას როდესაც ვერ უგებ, ეგ უკვე პრობლემაა
ეგრე არაა, ახალგაზრდა ასაკის (თუმცა გყავს 24-27 წლის რამდენიმე ფეხბუღტელიც) გუნდია, რომელსაც რამდენიმე წელი ერთად ათამაშებ, ავსებ ლა მასიიდან (მაშინ, როდესაც სხვებს ეს ფუფუნება არ აქვთ)
მურსია და სეგუნდა ბ-ში უფრო წინ გასული გუნდები გრანდები იყვნენ?! არა ხომ?!
კარგია ქებაც, პატივისცემაც, მაგრამ მეტი ამბიციაა საჭირო, მოგებულები რჩებიან, დამარცხებულები კი კარს გაიხურავენ, სასტიკი წესია, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოდის
რავიცი მე მომწონდა ეს კაცი
ძალიან კარგი შედეგია 45%. თუ ვინმე კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა შენ გუნდში, მოდის პირველი გუნდი და მიყავს. სეზონი დაგეგმე ფატისთან ერთად, საერთოდ არ უთამაშია შენთან. პუჩი აათამაშე, წაიყვანესლ მინგესა აათამაშე, წაიყვანეს; მოირიბა აათამაშე, წაიყვანეს. ამ დროს შენი კონკურენტები არიან ჩვეულებრივი გუნდები. მთელს სეზონს ერთი გუნდი ატარებს. არც შენსავით ასაკში არიან შეზღუდულები. ასეთ პირობებში როდესაც მათ უგებ და ფლეი ოფში გადიხარ, არის ძალიან კარგი შედეგი.
45% იანი ვამარჯვებების მაჩვენებელი ქონდა, სამიწელია მესამე ლიგიდან ვერ ამოყავს გუნდი.. ბარსა ბ-ს იგროკებზეც იძახით დავაწინაუროთო , მწვრთნელიც მოგწონდათ, აბა ვისი ბრალია ეს საშინელი შედეგები ?
კარგი სტატიაა.
კლუბს ბარსა ბ-სგან რა უნდა: ფეხბურთელები გაზარდოს თუ ზედა ლიგაში ამოვიდეს? გასაგეია ორივე ერთად, მაგრამ მთავარი მიზანი რა არის? მე მგონი ფინანსური კრიზისის გამო, ბარსა ბ-ს ფეხბურთელების გაყიდვას ფიქრობენ და ამიტომ ზედა ლიგაში დაწინაურებაზე კეთდება აქცენტი – ფეხბურთელებს ისედაც „ყიდულობენ“ უფასოდ… იმედია ვცდები 🙂
სამწუხაროდ შედეგების მოთხოვნამ საბავშვო თუ ახალგაზრდულ კლუბებში მთელ მსოფლიოში მოიმატა და ეგ ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაწვის საფრთხეს ქმნის
ბარსას დნმ-ის ფეხბურთელებს ზრდიდა; 15 წელი წვრთნიდა ბარსას გუნდებს, ბარსას დნმ-ით.
ტიტოს რომ ბარსას დნმ ჰქონდა, საიდან გადაწყვიტა გვარდიოლამ, როცა ასისტენტად მიიწვია? ტიტოს ეგ ერთი თამაშიც კი არ ჰქონდა ბარსაში ჩატარებული, ისე გაუშვეს. თქვენ ლოგიკით, არც მას ჰქონდა ბარსას დნმ.
ფეხბურთელის დონე და ბარსას დნმ ერთმანეთთან საერთოდ რა კავშირშია?
ბარსას დნმ-ი რო ქონდა საიდან გადაწყდა ეგ ამბავი. ერთი თამაში ჩაუტარებია და იქ შეამჩნიეს? რაღატო გაუშვეს ფეხბურთელობის დროს მთლად ბარსას დნმ ვერ იყო ალბათ.
“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.რა ტრაგედია შექმნეს ვერ გავიგე.ალმუნიას, თუ მურსიას, თუ რაცხას ვერ მოუგო და არ აპატია ლაპორტამ,შეიძლება ინტერესები ვერ დაამთხვიეს და საჭირო გახდა მსგავსი მოქმედება,დიდი ამბავი.