workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უესლი სნეიდერი: ფრენკი დე იონგის თამაშით მოხიბლული ვარ

უესლი სნეიდერი: ფრენკი დე იონგის თამაშით მოხიბლული ვარ

ნიდერლანდელთა ლეგენდამ, უესლი სნეიდერმა ევრო 2020-ზე მისი ქვეყნის შანსები შეაფასა და ნაკრების მთავარი ლიდერი დაასახელა.

“ვინ იქნება, ჩემი აზრით, წარმატების მომტანი? ფრენკი დე იონგი. პოზიციებისა და ფუნქციების მიხედვით ჩვენს შორის სხვაობა არის, მაგრამ ჩემს მსაგვსად, ფრენკიც ნახევარდაცვისა და შემტევ ხაზებს აკავშირებს. მას აქვს გამბედაობა და უნარი უკეთ ათამაშოს გუნდი. მისით უბრალოდ მოხიბლული ვარ.”

სნეიდერის სიტყვებს  Voetbalzone ციტირებს.

მიუხედავად იმისა, რომ სნეიდერი დე იონგზე 13 წლით უფროსია, მათ ერთად თამაშის გამოცდილება მაინც აქვთ. 2019 წელს ნარინჯისფერებმა ამხანაგურ შეხვედრაში პერუს უმასპინძლეს და სამხრეთ ამერიკელები ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. სწორედ ის მატჩი იყო სნეიდერისათვის ეროვნული ნაკრების რიგებში საბოლოო.

უესლისაგან განსხვავებით დე იონგი უფრო მეტად დაცვაზეა აქცენტირებული და გოლების ან ასისტების მხრივ შედეგიანობაშიც სწორედ ამიტომ მოიკოჭლებს. 

ნიდერლანდები ევრო 2020-ზე პირველ შეხვედრას 13 ივნისს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ბენილუქსელები C ჯგუფში არიან განთესილნი, სწორედ ამ ჯგუფშია ჩრდილოეთ მაკედონიაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2021, 19:52
    #2

    ამაზე რო ლაპარაკობდნენ, ოქროს ბურთი ეკუთვნოდაო და მესის შეტენესო გეხსომებათ.

  • El pistolero 9
    schedule 11 ივნ 2021, 01:19
    #1

    ჰოლანდიასაც წვალება მოუწევს გასასვლელად. შევჩენკოს ნაკრები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ავსტრიაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მაკედონიაც დაცვაში მჭიდროდ დადგება ყველასთან.