ცოტა ხნის წინ ურუგვაელებმა კოპა ამერიკისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს.
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის რჩეულ 26-კაციან განაცხადში “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხოც მოხვდა. არაუხოს გარდა კოპა ამერიკის ყველაზე ტიტულიან ნაკრებში ლუის სუარესს, ედინსონ კავანის, ფედერიკო ვალვერდესა და დიეგო გოდინს ვხედავთ.
ტაბარესი თავის გუნდს ძირითადად 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშებს. ასეთი ფორმაციისას კი მთავარი მწვრთნელი ხიმენესს, გოდინსა და კასერესს ენდობა. რონალდს ჯერჯერობით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული, იმ შეხვედრაში კი ურუგვაელები ეკვადორთან 2-4 დამარცხდნენ.
კოპა ამერიკის წინ ურუგვაელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩში ძალიან მძიმედ გამოიყურებოდნენ. ვენესუელასთან და პარაგვაისთან მატჩები უგოლოდ დასრულდა.
“ლა სელესტეს” სრული განაცხადი შემდეგნაირია:


ურუგვაი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ამ დროს მოსახლეობა სულ 2-3 მილიონია.
კოპა ყველაზე მეტჯერ ურუგვაის ქონია მოგებული ყოჩაღ ამათ.
გოდინი მამაჩემის ტოლია.არაუხო ჯანზეა და მოხოდილია,დრო მაინც მისცენ.
მოიცადონ დაჭირდებათ ჩვენი ტანკი😏 არც გოდინი არაა პატარა ბიჭი და არც კასერესი. მთავარია ჯანმრთელად იყოს და ნაკრების თამაშებიც დაეშვება.