workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
TUTTOmercatoWeb | ბარსა ფეინოორდის მცველით ინტერესდება

TUTTOmercatoWeb | ბარსა ფეინოორდის მცველით ინტერესდება

ერიკ გარსიას დამატების მიუხედავად, “ბარსელონა” გუნდისთვის ყველაზე პრობლემატური პოზიციის გასაძლიერებლად ნიდერლანდურ ბაზარს მიადგა და “ფეინოორდის” არგენტინელი ცენტრალური მცველით დაინტერესდა.

საუბარია მარკოს სენესიზე, რომელიც როტერდამული გუნდის შეუცვლელი წევრია. კატალონიელები მის დამატებას 2 თვის წინაც გეგმავდნენ. სენესი, პირველ რიგში, სამუელ უმტიტის ალტერნატივად ითვლებოდა.

23 წლის ცენტრალური მცველი შესანიშნავად გამოიყურებოდა და მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიქცია. არგენტინულ “სან ლორენცოში”  აღზრდილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და მეტოქეს გოლი 11 შეხვედრაში არ გაატანინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Ronaldinho..
    schedule 10 ივნ 2021, 15:09

    კაი ბიჭია,ჯობია აიაქსის მარტინესს მარა აი ლაპორტითუ გამოვიდა ეგ მირჩევნია .

  • Zura Gviniashvili
    schedule 10 ივნ 2021, 13:43

    Clever liar,
    ვალტერ სამუელი საკმაოდ მაღალი დონის იყო

  • Albicelecte
    schedule 10 ივნ 2021, 12:18

    ცაციაა და ლენგლე-უმთითის მაგივრად შეიძლება მოყვანა

  • basa7
    schedule 10 ივნ 2021, 12:02

    რეალსაც უნდა ეს ბიჭი

  • La Pulga10
    schedule 10 ივნ 2021, 10:37

    nika 54,
    ბაზარი არაა წარუმატებელი კი არა ცხოველი იყო ტიპი. <<ცენზურის დარღვევა>> ზე იხეოდა ყოველთვის,მარტო პადკატები რად ღირს მაგისი და თამაშის კითხვის უნარი.

  • nika 54
    schedule 10 ივნ 2021, 10:33

    ციტატა: Clever liar
    არგენტინელი "ცენტრალური მცველი" ისტორიას არ ახსოვს და ბარსელონა სადიან მიადგება ხოლმე რა.


    გვარდიოლამ ხო გააკეთა არგენტინელ ნახევარმცველ მასკერანოსგან ცენტრალური მცველი. მე მგონი მასზე წარუმატებელს ვერ ვიტყვით.

  • Moriba
    schedule 10 ივნ 2021, 10:30

    მე მაგალითად ბოტმანს ან რომეროს მოვიყვანდი

  • Clever liar
    schedule 10 ივნ 2021, 10:22

    არგენტინელი "ცენტრალური მცველი" ისტორიას არ ახსოვს და ბარსელონა სადიან მიადგება ხოლმე რა.

  • La Pulga10
    schedule 10 ივნ 2021, 10:17

    ყველაფრით ინტერესედებიან ესენი და ბარემ იყოს ესე “ბარსელონა გურამ კაშიათი ინტერესდება”.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 ივნ 2021, 09:27

    მეგონა კრიტიკული კომენტარები იქნებოდა და გავოცდი დდ

  • azulgerana
    schedule 10 ივნ 2021, 04:55

    ეს არის ვინც გვჭირდება მოიყვანონ ღმერთს ვთხოვ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 10 ივნ 2021, 03:25

    ძალიან მაგარი მცველია მართლა