workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი, ბუსკეტსი და გარსია პორტუგალიას დაუზავდნენ; დესტი ფინალშია

პედრი, ბუსკეტსი და გარსია პორტუგალიას დაუზავდნენ; დესტი ფინალშია

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელების მონაწილეობით ეროვნულ ნაკრებთა 4 მატჩი გაიმართა. 

ესპანეთის ნაკრებმა მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, პორტუგალიას ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა. “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში სერხიო ბუსკეტსი წარმოადგენდა, რომელმაც მოედანი მეორე ტაიმში დატოვა. სათარიგოთა სკამიდან თამაშში პედრი და ერიკ გარსია ჩაერთნენ, ჟორდი ალბას მოედანზე გაყვანა კი მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საჭიროდ არ ჩათვალა. 

მატჩი უგოლოდ დასრულდა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=–IiOxIZ3f8]

CONMEBOL-ის რეგიონში ბრაზილიამ და ურუგვაიმ ითამაშეს. “სელესაომ” ეკვადორი მიიღო და 2-0 დაამარცხა, თუმცა “ბარსელონას” მიერ ახლადდამატებული ემერსონი მოედანზე არ გვინახავს. სათადარიგოთა სკამზე დარჩა რონალდ არაუხოც, რომლის ნაკრებმა პარაგვაისთან ფრედ, 0-0 ითამაშა. 

აშშ-ის ნაკრები სერჟინიო დესტთან ერთად CONCACAF-ის ერთა თასის ფინალში გავიდა. ამერიკელებმა ჰონდურასს 1-0 მოუგეს, ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებას კი მექსიკის წინააღმდეგ გამართავენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Terstegen
    schedule 06 ივნ 2021, 00:39
    #3

    ასე მგონია ენრიკე ბარსელონას ფეხბურთელებს უფრთხილდებათქო😩🥺

  • MARI=BARCA-fan
    schedule 05 ივნ 2021, 19:21
    #2

    ციტატა: nika 54
    საინტერესოა ალბა რატო არ ათამაშა, ჭირს რამე თუ შემოწმებულია და ძირითადისთვის ინახავს.


    რად უნდოდა ენრიკეს ამხანაგურისთვის თავის ატკიება.. იქ ტრავმა რომ მიეღო ვინმეს???

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 16:12
    #1

    საინტერესოა ალბა რატო არ ათამაშა, ჭირს რამე თუ შემოწმებულია და ძირითადისთვის ინახავს.