workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ბარსელონას” უარი ორჯერ ვუთხარი

ჩავი: “ბარსელონას” უარი ორჯერ ვუთხარი

“ბარსელონას” ლეგენდამ და “ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, La Vanguardia-სთან კატალონიურ კლუბზე ისაუბრა. 

“ბარსელონას” გაწვრთნას არ ვჩქარობ. 
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კლუბს უარი ორჯერ ვუთხარი. ამისთვის განსხვავებული მიზეზები მქონდა: ოჯახი, კონტრაქტის პირობები, პროფესიონალური მიზეზები… შესაფერისი დრო არ იყო. 
პედრის გამოჩენა სიურპრიზია. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და ასაკის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესოა. 
ბუსკეტსი საუკეთესო დაცვითი ნახევარმცველია, მე ვიტყოდი, ფეხბურთის ისტორიაში. 
დე იონგი კარგი ფიზიკური კონდიციებით გამოირჩევა და მოედნის დიდი ნაწილის ათვისება შეუძლია. ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ მას გოლების გატანაც შეუძლია. ის თანამედროვე ფეხბურთს ძალიან კარგადაა მორგებული. 

– განაცხადა ჩავიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 05 ივნ 2021, 17:51

    წავიდა მარჩიელობა, ალბათ ამის გამო, ალბათ იმის გამო. რომელიმემ იცით რა ხდება მანდ და რატომ ამბობს უარს?! როგორი პირობები შესთავაზეს და ასე შემდეგ. შიდა სამზარეულოში რა ხდება ვიცით რომელიმემ?! შეიძლება ჯერ არაა მზად და არ უნდა გაბანძდეს, როგორც ეს ლამპარდს და პირლოს დაემართა. დარწმუნებული ვარ ფული არაა მიზეზი, როგორც ეს აქ ბევრს მიაჩნია. ბოლოს და ბოლოს ეს კლუბი მისი სახლია, შეიძლება ვთქვათ აქ აიდგა ფეხი და აქ დაამთავრა კარიერა.

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 16:37

    ციტატა: სპარტაკი
    არ სურს ძველი თანაგუნდელების გავლენის ქვეშ ყოფნა… რავი მეტი მიზეზი რაც არ უნდა იყოს როცა შანსი გეძლევა მნიშვნელობას არ უნდა წარმოადგრნდეს თუ რათქმაუნდა საერთოდ ფიქრობ ამ კლუბზე და გიყვარს.


    ეხლა სადაც მწვრთნელობს, იქ თანაგუნდელები სულ გარეკა ვითომ? უბრალოდ ეშინია. თვითონაც ლეგენდაა, გუნდიც ლეგენდა და იცის რამხელა გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. შედეგის იმედი კი არა აქვს, ჩვენზე უკეთ ესმის მარტო პედრის და პენსიონერი ბუსკეტსის მონდომების მიუხედავათაც კი ვერაფერს იზავს.

  • სპარტაკი
    schedule 05 ივნ 2021, 16:03

    არ სურს ძველი თანაგუნდელების გავლენის ქვეშ ყოფნა… რავი მეტი მიზეზი რაც არ უნდა იყოს როცა შანსი გეძლევა მნიშვნელობას არ უნდა წარმოადგრნდეს თუ რათქმაუნდა საერთოდ ფიქრობ ამ კლუბზე და გიყვარს.

  • რივალდო-მესი
    schedule 05 ივნ 2021, 15:36

    მიდი იდი <<ცენზურის დარღვევა>> რა🏦🏦🏦

    ძაან დიდი იმედი მაქვს ერთი 10 წლი არ მოვა აქ მაესტრო. ლაპორტას ადგილას არც ვიფიქრებდი ამის მოყვანას. ჯერ ერთი ან გაამართლებს ან არა მეორეც ორჯერ რომ გამზედელ გუნდს უარს ეტყვი ან ერთი ადგილი ატ გაქვს ან ფულის მონა ხარ. მესამე მიზეზები აქ რომ ამბობენ ხოლმე სიაფანტია ყველაფერი. საღად ვინც უყურებს მოვლენებს დამეთანხმება.

  • პავლოვიჩი56
    schedule 05 ივნ 2021, 15:13

    ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და ამას ორგანიზატორებთან კომტრაქტი აქვს…გარკვეულწილად ჩავი რეკლამაა. ჩემი აზრით ესაა ერთ-ერთი მიზეზი.

  • Albicelecte
    schedule 05 ივნ 2021, 14:33

    ციტატა: M10 S9 D11
    რა ვერ გაძეხი შენ კიდე მაგ მილიონების ჭრით


    მგონია საქმე მარტო ფულში არაა

    ციტატა: Anssumane
    ჰო აბა რა მაესტრო გამზადებულზე მერე მეც ვიმწვრთნელებ
    გუნდს რო უჭირს მაშინ უნდა დაუდგე გვერდში და აჩვენო რა შეგიძლია თორე გამზადებულზე ნებისმიერი იზამს მაგას


    ალბათ თავის თავში არაა დარწმუნებული, რომ ევროპაში უმაღლესი ტიტულების მოგებას შესძლებს და ამას ამავე დროს ლამაზად გააკეთებს
    საკმარისია ერთი ფეხის გადაბრუნება და…

  • Anssumane
    schedule 05 ივნ 2021, 13:46

    ჰო აბა რა მაესტრო გამზადებულზე მერე მეც ვიმწვრთნელებ
    გუნდს რო უჭირს მაშინ უნდა დაუდგე გვერდში და აჩვენო რა შეგიძლია თორე გამზადებულზე ნებისმიერი იზამს მაგას

  • ნოე
    schedule 05 ივნ 2021, 13:17

    რატო მერე რატო

  • C.PC5
    schedule 05 ივნ 2021, 12:38

    მაესტრო შენ შეიძლება კი გგონია კარგი რომ არ მოხვედი მარა ყატარში რომ ლპები ეგ უარესია კიდე!! ევროპაში ეძებე ადგილი რას ჩაყუნტდი ამ შეიხებში

  • Diana
    schedule 05 ივნ 2021, 12:26

    მერე მაგით ამაყობ ?! ჩვენ ლაპორტა შემოგველანძღა რატო არ ენდობათქო , ყველა ფულს დახამდა

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2021, 12:22

    რა ვერ გაძეხი შენ კიდე მაგ მილიონების ჭრით

  • BEQA BARCA
    schedule 05 ივნ 2021, 12:07

    რატო უთახრი მერე არ გეთქვა. მოდი წელს და ჩაიბარე ბ გუნდი… მომავალში კი მთავარი…