ჯინი ვაინალდუმის გაჭიანურებელი სატრანსფერო გეგმების შემდეგ, მეორე ნიდერლანდელის, მემფის დეპაის დამატების პროცესს “ბარსელონა” უფრო დააჩქარებს.
ამის შესახებ RAC1 იტყობინება. მემფისი თავისუფალი აგენტია და სერხიო აგუეროს მსგავსად, “ბარსას” მისი გაფორმებაც 2-წლიანი კონტრაქტით სურს.
დეპაის ტრანსფერის გაოფიციალურებას მომავალ კვირას ელოდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია RAC1-ის გარდა, ფაბრიციო რომანომაც გაავრცელა.
ნიდერლანდელი ახლა ევრო 2020-ისთვის ემზადება. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში შოტლანდიასთან მან დუბლიც გაიფორმა, 6 ივნისს კი უკვე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს შეტევა.
მემფისის შესანიშნავი საჯარიმო, რითაც ბენილუქსელები მარცხს გადაარჩინა:




ნუ ჯარიმებს ბარსაში მაინცდამაინც არ დაარტყმევინებენ, მაგრამ იყოს რა იცი რა ხდება.
დეპაი აგუერო ვეინალდუმი გარსია და უფასოდ!!!
დროზე დროზე გვაღირსეთ