ლეო მესის არგენტინამ ქულები დაკარგა

ლეო მესის არგენტინამ ქულები დაკარგა

არგენტინის ნაკრებმა 2021 წელი წარუმატებლად დაიწყო. ლეო მესის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს უმასპინძლა და ქულები ზედიზედ მე-2 საშინაო შეხვედრაში დაკარგა.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. 23-ე წუთზე მან ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 13 წუთში ჩილელებმაც გაიტანეს – არგენტინელთა ცარიელი კარი “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა აიღო.

მესის გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ყოფილმა თანაკლუბელმა, კლაუდიო ბრავომ მას რთული ბურთები აუღო.

5 ტურის შემდეგ არგენტინა ისევ დაუმარცხებელია, მაგრამ “ალბისელესტეს” უკვე 4 ქულა აქვს დაკარგული. მესის გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველზე მყოფ ბრაზილიას ქულით ჩამორჩება, თუმცა ბრაზილიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

საკუთარ კედლებში ფრედ ითამაშა რონალდ არაუხოს ურუგვაიმაც. პარაგვაისთან გამართულ უგოლო მატჩში “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველი სათადარიგოთა შორის იყო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    05 ივნ 2021, 17:38

    ბრაზილიამ წუხელ ის მე-5 თამაშიც მოიგო და 15 ქულა აქვს, კომენტატორებმა ალბათ პირველივე წრეში გაიფორმებს მსოფლიოს საგზურსო.

  • Don_Andresito
    04 ივნ 2021, 19:34

    ციტატა: totti10

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: totti10
    ლაუტაროს ფანები სად ხართ? ეგ იგუანზე საშინელებაა :დ ლუკაკუს ფონზე ჩანს ძლიერი თორემ ერთი რიგითი თავდასხმელია, იმედია ახლა მაინც დაინახეთ რა დონის ჩობანიცაა :დ ბრავომ იმენა მკვდარ ცოცხალი … რა ბურთები აიღო


    რატო იცით ხოლმე ერთი თამაშით ჩამოწერა ან განდიდება ვერ ვხვდები. არც მე ვთვლი ტოპ ფორვარდად ბაზარი არაა და 20 ულშიც არ შევიყვანდი დღეს ტოპ ფორვარდების მარაეგეთი ცუდიც არაა როგორც შენ ამბობ

    1 თამაშით არავინ არ აფასებს იტალიის ჩემპიონატს თითქმის სულ ვუყურებ და მაგის ლიდერობა მე არ მინახავს აც ინტერშია, ლუკაკუს დამსახურებაა 90% რომ ინტერი ჩემპიონია, დააკვირდი როგორ აყავს ლუკაკუს მინიმუმ 2-3 ფეხბურთელი და მერე დააკვირდი ლაუტაროს და მიხვდები რომ 1 თამაშIთ არავინ არ აფასებს ლაუტაროს,


    ლუკაკუს არც ვადარებ ბაზარი არაა ეგ რაც თქვი მარა ლაუტაროს არ ქონია კარგი თამაშები გუნდში ან ნაკრებში? ეგეთი ცუდიც არაა ჩემი აზრით როგორც შენ ჩადე მიწაში თორე ზე დონეა და ლევადოვსკია თქო არ მითქვამს

  • El pistolero 9
    04 ივნ 2021, 12:28

    მე პირადად ძაან მესიმპატიურა ამათი თამაში მშვენივრად ითამაშეს. ჩილეს სტანდარტიდან გაუვარდა თორე სხვა ისეთი მომენტი არაფერი ქონიათ საერთოდ. თამაშსაც ეტყობოდა რო როგორც ამხანაგურს ისე მიუდგნენ და მაინც არ შეაკლეს თავი ბოლომდე. კოპაზე სულ სხვანაირო თამაში იქნება

  • nikusha
    04 ივნ 2021, 12:19

    ციტატა: La Pulga10
    არაუხო ურუგვაის ძირითადში რატომ არ იყო.ვისზე ნაკლებია.


    გოდინი-ხიმენესის ამოგდება არაა ადვილი

  • GiorgiGabe99
    04 ივნ 2021, 11:09

    ხალხო ესპანეთი რომელიმე ქართულ არხზე გადის დღეს?

  • Don_Andresito
    04 ივნ 2021, 10:42

    ციტატა: totti10
    ლაუტაროს ფანები სად ხართ? ეგ იგუანზე საშინელებაა :დ ლუკაკუს ფონზე ჩანს ძლიერი თორემ ერთი რიგითი თავდასხმელია, იმედია ახლა მაინც დაინახეთ რა დონის ჩობანიცაა :დ ბრავომ იმენა მკვდარ ცოცხალი … რა ბურთები აიღო


    რატო იცით ხოლმე ერთი თამაშით ჩამოწერა ან განდიდება ვერ ვხვდები. არც მე ვთვლი ტოპ ფორვარდად ბაზარი არაა და 20 ულშიც არ შევიყვანდი დღეს ტოპ ფორვარდების მარაეგეთი ცუდიც არაა როგორც შენ ამბობ

  • La Pulga10
    04 ივნ 2021, 10:07

    არაუხო ურუგვაის ძირითადში რატომ არ იყო.ვისზე ნაკლებია.

  • Albicelecte
    04 ივნ 2021, 09:10

    ნუ კარგია ის, რომ თავი არ შეაკლეს
    წინ კოპაა და მუნდიალზე მაინც გავლენ barca-6

  • BEQA BARCA
    04 ივნ 2021, 07:47

    ბრავომაც ახლა გამოისხა ფრთები. ის რა ბუღთები აიღო…

  • M10 S9 D11
    04 ივნ 2021, 06:32

    ბრავომ სამი ისეთი ბურთი აუღო მესის რო რავიცი ლაუტარო კატასტროფა იყო დი მარია არ უნდა გაეყვანა